გარე გაყიდვების კონსულტანტი თბილისსა და რეგიონებში

4Finance თბილისი

Jobs

დასახელება: გარე გაყიდვების კონსულტანტი თბილისსა და რეგიონებში
მომწოდებელი: 4Finance
გამოქვეყნდა: 23.03.2017 ბოლო ვადა: 07.04.2017

შპს “4 ფინანსი” არის გლობალური კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს, ოპერირებს მსოფლიოს 17 ქვეყანაში, საქარველოში კი 2013 წლიდან ფუქციონირებს, მისი ერთ-ერთი პროდუქტით: Vivus.ge.
ჩვენ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ესტუმროთ ვებ გვერდს www.4finance.com
შპს “4 ფინანსი” გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს შემდეგ პოზიციაზე:
გარე გაყიდვების კონსულტანტი თბილისსა და რეგიონებში:

კახეთი: თელავი, საგარეჯო, გურჯაანი
იმერეთსა და გურიაში: ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, ჭიათურა, ოზურგეთი
აჭარა: ბათუმი, ქობულეთი
სამცხე ჯავახეთი: ახალციხე, ბორჯომი
სამეგრელო: ზუგდიდი, ფოთი,
ქართლი: გორი, ხაშური, კასპი, რუსთავი
ძირითადი მოვალეობები:
• პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროების დადგენა
• კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის მახასიათებლების შეთავაზება, სერვისის გაცნობა და გაყიდვა
• პოტენციური და არსებული კლიენტების ბაზების წარმოება და მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• III ან IV კურსის სტუდენტი, ახალკურსდამთავრებული ან უმაღლესი განათლება
• გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
• ქართული ენის გამართულად ცოდნა
• კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება
• კარგი კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი
• სტრესულ სიტუაციებში ტოლერანტული დამოკიდებულების შენარჩუნება
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ :
• დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად
• სამუშაოს სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში
• ფიქსირებულ ანაზღაურებას რომელსაც ემატება ბონუსი
• პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას

შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. რეზიუმეების გადარჩევა
2. გასაუბრება – რეგიონებში შესაძლებელი იქნება დისტანციური გასაუბრების უზრუნველყოფა
3. ტრენინგი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონულ მისამართზე – vacancy@4finance.com გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ქალაქი და პოზიცია.
წარმატებას გისურვებთ!

ვაკანსიის ID #7252 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება გარე გაყიდვების კონსულტანტი თბილისსა და რეგიონებში

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge