მოლარე კონსულტანტი

ორი ნაბიჯი თბილისი

Jobs

დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 22 მარტი / ბოლო ვადა 12 აპრილი

„ორი ნაბიჯი“ პირველი კომპანიაა კვების პროდუქტების საცალო გაყიდვების სფეროში, რომელმაც უბნის მაღაზიის ფორმატით დაიწყო ოპერირება 2009 წელს.
2010 წელს გაიხსნა ჩვენი პირველი მაღაზია დიდუბეში, ხოლო აქტიური განვითარება დაიწყო 2011 წლის მეორე ნახევრიდან და დღემდე გრძელდება.
ამჟამად, კომპანია ფლობს 113 მაღაზიას თბილისის მასშტაბით. მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ქსელის მნიშვნელოვან ზრდას, რაც უკვე ყოველწლიური ტრადიცია გახლავთ ორ ნაბიჯში.
დინამიური განვითარების პროცესში კომპანია ყველაზე ღირებულ აქტივად სწორედ თანამშრომელთა გუნდს განიხილავს, რომლის ძალისხმევის გარეშე წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა.
ამჯერად, მაღაზიათა ქსელი „ორი ნაბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე:
ძირითადი მოთხოვნები:
ასაკი: 18-40 წლამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მომხმარებლის კონსულტაცია;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის განლაგება, დალაგება;
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა;
** თაროების მოწესრიგება;
** სისუფთავეზე ზრუნვა.

ზოგადი პირობები:

• სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
• კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
• უნიკალური და მოქნილი სახელფასო სისტემა:
o ცვლის ფიქსირებული ანაზღაურება;
o მზარდი ხელფასი სტაჟის მიხედვით;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, აღნიშნულ ბმულზე შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა http://www.orinabiji.ge/CV/ ან მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე : ისანი, ნავთლუღის ქ. 39/41.

ვაკანსიის ID #7247 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება მოლარე კონსულტანტი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge