დროებითი დამხმარე კონსულტანტი

კარფური თბილისი

Jobs

დასახელება: დროებითი დამხმარე კონსულტანტი (ვარკეთილში)
მომწოდებელი: კარფური
გამოქვეყნდა: 19 აპრილი / ბოლო ვადა 2 აპრილი

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია დროებითი დამხმარე კონსულტანტის პოზიციაზე (ვარკეთილში).
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.
მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფური, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.
მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო წინასააღდგომო პერიოდში, გთავაზობთ დასაქმების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას დროებითი დამხმარე კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

• სამუშაო განაკვეთი: 8 სთ – დილის/საღამოს ცვლა;
• ანაზღაურება – ნამუშევარი დღეების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

 მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
 პროდუქციის თაროებზე განთავსება როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში;
 თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
 ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
 მენეჯერის მიერ მიმდინარე
მოთხოვნები:

 ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 დეტალებზე ორიენტირებული;
 დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
 მოტივირებული და შრომისმოყვარე;
 მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით შემდეგ მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2018 წლის 5 აპრილისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
„დროებითი დამხმარე კონსულტანტი (ვარკეთილში)“,
წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

ვაკანსიის ID #7246 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება დროებითი დამხმარე კონსულტანტი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge