დროებითი ურიკების მეთვალყურე

კარფური თბილისი

Jobs

დასახელება: დროებითი ურიკების მეთვალყურე (დიღომი)
მომწოდებელი: კარფური
გამოქვეყნდა: 19 მარტი/ ბოლო ვადა 2 აპრილი

მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო მოხარულია გამოაცხადოს დროებითი ვაკანსია ურიკების მეთვალყურე პოზიციაზე (დიღომში).
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდლოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.
მაჯიდ ალ ფუტაიმ კარფურ საქართველო გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და წინასააღდგომოდ აცხადებს დროებით ვაკანსიას ურიკების მეთვალყურის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
 სამუშაო განაკვეთი: 8 სთ – დილის/საღამოს ცვლა;
 ანაზღაურება – ნამუშევარი დღეების შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
 მომხმარებლისთვის დახმარების შეთავაზება შეძენილი საქონლის ჩალაგებისას;
 მომხმარებლის დახმარება ურიკების ჰიპერმარკეტიდან გატანაში;
 ჰიპერმარკეტის ტერიტორიიდან გატანილი ურიკების თავმოყრა და საწყობში დაბრუნება/შესაბამის ადგილზე განთავსება;
 ჰიპერმარკეტში არსებული ურიკების რაოდენობის კონტროლი;
 სალაროს დახლთან დატოვებული საქონლის შეგროვება და შესაბამის დახლებზე განლაგება.
მოთხოვნები:
 მამაკაცი 18 წლიდან;
 შრომისმოყვარეობა;
 გუნდში მუშაობის უნარი;
 დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
 მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი.
ყველა თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის საოჯახო პაკეტით.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2018 წლის 5 აპრილამდე. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „დროებითი ურიკების მეთვალყურე (დიღომში)“ ,
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ვაკანსიის ID #7244 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება დროებითი ურიკების მეთვალყურე

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge