გაყიდვების აგენტი

ახალი ხედვა თბილისი

Jobs

დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: “ახალი ხედვა”
გამოქვეყნდა: 22 სექტემბერი / ბოლო ვადა 15 ოქომბერი
ელ-ფოსტა: vacancy@akhalikhedva.ge

სამედიცინო კომპანია “ახალი ხედვა” არის პირველი და ერთადერთი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ორთოპედიული-ტრამვატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქციას ვყიდით საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რაც კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას:

გაყიდვების აგენტის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: სრული. ცვლებში
სამუშაო ადგილი: თბილისი

შესასრულებელი სამუშაოს ტიპი: საველე 80%, საოფისე 20%
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ფუნქციონალურ დაწესებულებებში;
** მომსახურების გაწევა და პროდუქტის ადგილზე გაცნობა;
** საინფორმაციო ბუკლეტების დარიგება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება (სასურველია ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** სასურველია საკუთარი ავტომობილი

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 25 ოქტომბერი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) – ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს ” ახალი ხედვა” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის ID #6980 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება გაყიდვების აგენტი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.


© 2015 studentjob | დიზაინზე იმუშავა: FORU.GE