მიღება ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა თბილისი

Jobs

დასახელება: მიღება ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მომწოდებელი: კრისტალი
განაცხადის ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი

სს მისო „კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა
აცხადებს მიღებას

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ აცხადებს კონკურსს „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“ მონაწილეების მისაღებად შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ბორჯომი, ახალციხე, ხაშური, თელავი, დუშეთი, მარნეული, გორი, ქუთაისი, ვანი, მარტვილი, ხობი, სენაკი, ზუგდიდი, სამტრედია, ხონი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი, ლანჩხუთი.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მეწარმეობის გამოცდილება ან ინტერესი განვითარდეს, როგორც მეწარმე
** ასაკობრივი დიაპაზონი 17-25 წელი

პროგრამა ხორციელდება ‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში. პარტნიორები არიან “PH International”-ის ფილიალი საქართველოში და ფონდი „კრისტალი“. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და სს მისო „კრისტალი“.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მონაწილეები გამოიმუშავებენ გადაწყვეტილების მიღების, ლიდერობის, თვითორგანიზების, მართვის, დაგეგმვის, ანალიზის და სხვა სამეწარმეო უნარებს და შეისწავლიან, როგორ მოამზადონ ბიზნეს პროექტები (საინვესტიციო მემორანდუმი). მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები მიიღებენ თანადაფინანსებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან’’.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე. პროგრამით არ არის გათვალისწინებული მსმენელთა სამგზავრო და სასტუმრო მომსახურება. კურსი ჩატარდება 2 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ თბილისსა და საქართველოს 20 ზემოთ აღნიშნულ ქალაქში მდებარე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალის’’ ფილიალებში.

კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე (Copy): https://goo.gl/forms/GfSW4n0gV8IJDaBB2
ინტერვიუზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

კონტაქტი: ცხელი ხაზი: (0 431) 25 22 44;
Facebook: ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა

ვაკანსიის ID #6979 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია განცხადება სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება მიღება ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.


© 2015 studentjob | დიზაინზე იმუშავა: FORU.GE