სტაჟირებას პროექტების მართვის სამსახურში

ელიტა ბურჯი თბილისი

Jobs

დასახელება: სტაჟირებას პროექტების მართვის სამსახურში
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯი“
გამოქვეყნდა: 13 სექტემბერი / ბოლო ვადა 5 ოქტომბერი
ელ-ფოსტა:

სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯი“ აცხადებს სტაჟირებას პროექტების მართვის სამსახურში.

• სტაჟირების პროგრამით დაინტერესებულ კანდიდატებს არ მოეთხოვებათ სამუშაო გამოცდილება
• სტაჟირების ფარგლებში შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2 თვიან სწავლების კურსს
• სწავლების პერიოდი ანაზღაურებადია
ძირითადი მოვალეობებია:
• პროექტის ფარგლებში გეგმა-გრაფიკების შედგენა,პროექტების მიმდინარეობის ეტაპების მუდმივი მონიტორინგი.
• პროექტის რისკებისა და პრობლემების აქტიურად მართვა და რეპორტინგი.
• პროექტის შესრულების პროგრესის მუდმივი შეფასება.
• პროექტში ჩართული სამსახურებისთვის მიცემული დავალებების დედლაინების სტატუსების კონტროლი.
• პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობის დამყარება. ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.შეხვედრებზე დასწრება და პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

• უმაღლესი ტექნიკური განათლება
• საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
• ორგანიზაციის ყველა დონეზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• ამოცანის ანალიზის, კრიტიკული და საკვანძო საკითხების გადაწყვეტის უნარი.
კომპანია შერჩეულ კანდიდატებს სთავაზობს:
• მრავალფეროვან და საინტერესო გამოცდილებას
• საინტერესო ბიზნეს პროცესებში ჩართვის შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე
jobs@elitaburji.com 2017 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით და გზავნილის ველში მიუთითონ ვაკანისს დასახელება „სტაჟირება პროექტების მართვის სამსახურში“ , წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის ID #6969 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია სტაჟირება სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება სტაჟირებას პროექტების მართვის სამსახურში

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.


© 2015 studentjob | დიზაინზე იმუშავა: FORU.GE