კონსულტანტი

ელიტ ელექტრონიქსი გორი, საგარეჯო, თელავი

Jobs

დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: სს ”ელიტ ელექტრონიქსი”
გამოქვეყნდა: 6 სექტემბერი / ბოლო ვადა 16სექტემბერი
ადგილმდებარეობა: გორი, საგარეჯო, თელავი

სს ,,ელიტ ელექტრონიქსი”, საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსი”-ს 27 მაღაზიას მოიცავს.

სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Siemens, Gorenje).

სს ”ელიტ ელექტრონიქსი”-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 16 სექტემბერი, 2017 წელი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება.

ძირითადი მოვალეობები:
• დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
• პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება
• პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
• გაყიდული პროდუქციის შემოწმება
• ნივთის გაფორმება, საგარანტიო ტალონის შევსება და მომხმარებლისთვის პირობების გაცნობა
• ახალი მოდელების შესწავლა
• სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასაუბრო დონეზე)
• კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

• მომხმარებელზე ორიენტირებული
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი
• გამართული მეტყველების უნარი
• გუნდური მუშაობის უნარი
• მოტივირებული
• მიზანსწრაფული

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@ee.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გისურვბთ წარმატებას!

ვაკანსიის ID #6938 ადგილმდებარეობა გორი, საგარეჯო, თელავი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი სრული განაკვეთი დასახელება კონსულტანტი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.


© 2015 studentjob | დიზაინზე იმუშავა: FORU.GE