სტაჟირება იუსტიციის სახლში

სსიპ იუსტიციის სახლი თბილისი

Jobs

დასახელება: სტაჟირება იუსტიციის სახლში
მომწოდებელი: თბილისის იუსტიციის სახლი
გამოქვეყნდა: 2 სექტემბერი / ბოლო ვადა 7 სექტემბერი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის სახლი“ აცხადებს თბილისის იუსტიციის სახლში სტაჟიორთა (არაანაზღაურებადი) შესარჩევ კონკურსს.
ადგილების რაოდენობა – 35;

სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით, საწყის ეტაპზე სტაჟირების პირველი 3 თვე არაანაზღაურებადია. თუმცა, შესაძლოა მოხდეს სტაჟირების ვადის გაგრძელება 3 თვის ვადით. სტაჟირების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მოძრაობის ტრაექტორიის დარეგულირება. ხედვის არეალში მოხვედრილ მოქალაქესთან კომუნიკაციის დამყარება და მათი გადამისამართება სათანადო მიმართულებით;
• მოქალაქეთა მოთხოვნების განსაზღვრა, რიგის მართვის სისტემის საშუალებით ბილეთის ამობეჭდვა და შესაბამის სივრცეში გადამისამართება;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მოსულ მოქალაქეთა მომსახურება, მათთვის ზოგადი კონსულტაციის გაწევა, მომსახურების მიწოდებისათვის აუცილებელი ფორმების გაცემა და შევსების პროცესში დახმარება;
• მოქალაქეთა დახმარება ფოტო-ჯიხურითა და თვითმომსახურების სხვა სისტემებით სარგებლობის პროცესში;
• მომსახურების სივრცეების, მათ შორის საბავშვო სივრცისა და თვითმომსახურების სივრცეების მოწესრიგება;
• მომსახურების დარბაზში სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში საინფორმაციო ბროშურებისა და კორპორატიული ატრიბუტიკის განთავსება;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების შესახებ;
• უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება ყველა იმ საკითხზე, რომელმაც შესაძლოა იმოქმედოს ორგანიზაციის რეპუტაციაზე;
• სსიპ „იუსტიციის სახლში“ მომსახურების პროცესთან დაკავშირებულ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებში ჩართულობა;
• უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• აუცილებელია კანდიდატი იყოს იურიდიული ფაკულტეტის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, საჯარო მმართველობის ან ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
• აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
• აუცილებელია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა;
• აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

• კომუნიკაბელურობა;
• ლოგიკური აზროვნება;
• კეთილგანწყობა;
• დახვეწილი მეტყველება;
• მოქალაქეთა თავაზიანად მომსახურების უნარი;
• მოტივირებულობა;
• გუნდურად მუშაობის უნარი.

კონკურსის ეტაპები:

• კონკურსის ეტაპები: განცხადებების გადარჩევა, ტესტირება ან/და გასაუბრება;
• ტესტირება ჩატარდება ზოგად უნარებში;
• აუცილებელია, კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი და გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

• ასევე აუცილებელია სათანადო ველში კანდიდატმა ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა უნივერსიტეტიდან.
• საკონკურსო კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ქულათა სისტემით, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 3 თვის ვადაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველები დარეგისტრირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე და შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა მისამართზე: http://www.hr.gov.ge/ 2017 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.
სტაჟირების კომისიის მისამართი: თბილისი, სანაპიროს ქ. №2
საკონტაქტო ტელეფონი: 595 08 79 93

ვაკანსიის ID #6924 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია სტაჟირება სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება სტაჟირება იუსტიციის სახლში

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.


© 2015 studentjob | დიზაინზე იმუშავა: FORU.GE