ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი

ოდისეა თბილისი

Jobs

დასახელება: ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოდისეა
გამოქვეყნდა: 30 აგვისტო / ბოლო ვადა 30 სექტემბერი

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია „ოდისეა“ 2016 წლიდან არის წარმოდგენილი წიგნის ბაზარზე. ოდისეას ძირითად საქმიანობას წიგნების და უნიკალური გამოცემების რეალიზება წარმოადგენს. მოკლე დროში კომპანიამ მოახერხა მომსახურების ხარისხით მოეპოვებინა მომხმარებლების ნდობა და კმაყოფილება, რამაც ორგანიზაციას მისცა გაფართოების შესაძლებლობა და შესაბამისად ვაცხადებთ კონკურსს ახალი თანამშრომლებისთვის.

კომპანია ოდისეა სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით პროფესიული და კარიერული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას, ეფექტური გაყიდვების სრულ სატრენინგო კურსს და გამოცდილი მენეჯერების დახმარებით პროფესიულ განვითარებას.

ჩვენი უპირატესობები:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (10:00 სთ – 16:00 სთ / 16:00 სთ – 22:00 სთ);
** თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი;
** გუნდური და სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** გაყიდვების მიმართულებით კარიერის დაწყება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება;
** ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;
პოზიციის ძირითადი მოვალეობები:
** სატელეფონო ზარების მეშვეობით მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი ინტერესების დადგენა და შეთავაზებული პროდუქტით დაინტერესება;
** პროდუქციის რეალიზება და ინდივიდუალური გეგმის შესრულება;
** მომხმარებელთა ბაზების კონტროლი, მუდმივი ზრუნვა ორგანიზაციის მიმართ მათი კეთილგანწყობის შენარჩუნებისა და ზრდისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება და/ან სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** კომუნიკაბელური;
** თავდაჯერებული;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური, მოწესრიგებული;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@odisea.ge
სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის ID #6918 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება ქოლ-ცენტრის გაყიდვების მენეჯერი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.


© 2015 studentjob | დიზაინზე იმუშავა: FORU.GE