უმცროსი CRM ანალიტიკოსი

europebet.com თბილისი

Jobs

დასახელება: უმცროსი CRM ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კომპანია „ევროპაბეთი“
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა 8 სექტემბერი

europebet.com 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ბუკმეიკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. ჩვენს მიზანსა და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო გამოცდილება მთელს ინდუსტრიაში, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შევქმნათ კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო, რომელიც მიმართულია პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ.

2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეტსონ ჯგუფს (დაფუძნებული შვედეთში; სათავო ოფისი განთავსებულია მალტაზე), რომელიც 50 წელზე მეტია ოპერირებს გლობალურ ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

ევროპაბეთის (europebet.com) მარკეტინგის გუნდში ვეძებთ ახალ წევრს უმცროსი CRM ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ეს ვაკანსია არის მათთვის ვისაც:

– სურს განავითაროს საკუთარი კარიერა მარკეტინგის მიმართულებით;
– მოსწონს და კარგად გამოსდის მონაცემთა ანალიზი;
– აზარტული თამაშები საინტერესო ბიზნესად მიაჩნია.

დამწყებ პროფესიონალებს გეძლევათ უნიკალური შანსი ყველანაირი სამუშაო გამოცდილების გარეშე, მხოლოდ საკუთარი ცოდნისა და უნარების საშუალებით დასაქმდეთ საერთაშორისო კომპანიაში, მიიღოთ კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და უსაზღვრო შესაძლებლობები განვითარებისა და კარიერული დაწინაურებისათვის.

საკმარისია 3 მოთხოვნის დაკმაყოფილება იმისათვის, რომ მოხვდეთ შერჩევის პირველ ეტაპზე, ტესტირებაზე, და გამოავლინოთ საკუთარი ტექნიკური უნარები:

– ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
– Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
– ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა;

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა, მაშინ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს:
http://www.betssongroup.com/job-details/Junior-CRM-Analyst-1094

ველოდებით თქვენს აპლიკაციებს 8 სექტემბრამდე.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის ID #6889 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება უმცროსი CRM ანალიტიკოსი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.


© 2015 studentjob | დიზაინზე იმუშავა: FORU.GE