ტესტერი

europebet.com თბილისი

Jobs

დასახელება: ტესტერი
მომწოდებელი: კომპანია „ევროპაბეთი“
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა 8 სექტემბერი

europebet.com 2010 წლის ნოემბრიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ბუკმეიკინგის და ონლაინ თამაშების სფეროში. ჩვენს მიზანსა და ძირითად ფასეულობას წარმოადგენს, მომხმარებელს შევთავაზოთ ხარისხიანი მომსახურებისა და პროდუქტები ფართო არჩევანი, ხოლო კომპანიის თანამშრომლებისათვის შევქმნათ კომფორტული და შემოქმედებითი სამუშაო გარემო, რომელიც მიმართულია პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ.

2015 წლის ივნისიდან ევროპაბეთი შეუერთდა ბეტსონ ჯგუფს (Betsson Group; დაფუძნებული შვედეთში, სათაო ოფისი განთავსებულია მალტაზე; ოფისები ასევე მდებარეობს სტოქჰოლმში, ტალინში, თბილისში და ლონდონში). ბეტსონ ჯგუფი 50 წელზე მეტია ოპერირებს გლობალურ ბაზარზე და წარმოდგენილია სტოკჰოლმის საფონდო ბირჟაზე.

კომპანია „ევროპაბეთი“ (europebet.com) აცხადებს ტესტერის ვაკანსიას.

** როლი

ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას და შესაბამისად გვჭირდება ადამიანები, ვინც ჩვენთან ერთად მიიღებენ გამოწვევებს და განავითარებენ პროდუქტებს, რათა უზრუნველვყოთ საუკეთესო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისათვის. ვეძებთ ტესტერებს ოპერაციების მართვის დეპარტამენტისათვის, სადაც უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დეველოპერები ქმნიან europebet.com-ს.
თქვენ იმუშავებს სხვადასხვა პროექტებზე ტესტერების დიდ გუნდთან ერთად; სხვადასხვა გარემოში გატესტავთ კომპლექსური ვებ-გვერდებისა და თამაშების front-end-სა და ფუნქციონალს რათა დავრწმუნდეთ, რომ პროდუქტი, შედეგი დაგეგმილს შეესაბამება.

** ვის ვეძებთ

ჩვენ ვეძებთ მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს მოქნილ გრაფიკზე მუშაობისათვის.

თუ გაინტერესებთ თანამედროვე ტექნოლოგიები;
თუ დაკვირვებულობა და ლოგიკური აზროვნება არის თქვენი ძლიერი მხარე;
თუ გაქვთ სურვილი სწავლას შეუთავსოთ სამსახური, მიიღოთ ანაზღაურება და სამუშაო გამოცდილება ევროპულ ტექნოლოგიურ კომპანიაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ვაკანტური პოზიცია: 15
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00, თვეში საშუალოდ 5-10 დღე;

ანაზღაურება: დღიური

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს ვაკანსია თქვენთვისაა, მაშინ მეტი ინფორმაციის მისაღებად და რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: http://www.betssongroup.com/job-details/Tester-1093

ველოდებით თქვენს აპლიკაციებს 8 სექტემბრამდე.

გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიის ID #6888 ადგილმდებარეობა თბილისი კატეგორია ვაკანსია სამუშაო ტიპი ნახევარი განაკვეთი დასახელება ტესტერი

გმადლობთ, თქვენი წერილი გაგზავნილია

Something went wrong, try refreshing and submitting the form again.


© 2015 studentjob | დიზაინზე იმუშავა: FORU.GE