შეხვედრა გიორგი იაშვილთან – “ჩემი პროფესია პრაქტიკაში”

25 მარტს 19:00  Studentjob.ge - ის პროექტის "ჩემი პროფესია პრაქტიკაში" მეორე შეხვედრა გაიმართება, სპიკერი "ეროვნული ბანკის" ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალლისტი (IT) გიორგი იაშვილი იქნება. გიორგი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია. მუშაობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში IT ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. 2014-2015 წლებში სწავლობდა კარდიფის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე. ის სულ ახლახანს დაბრუნდა საქართველოში და ამჟამად გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი. გარდა ამისა, ის კითხულობს ლექციებს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში (CST). დაცული აქვს ორი სამაგისტრო დისერტაცია: 1) "სიმეტრიული დაშიფრვის ახალი, მოქნილი ალგორითმი ჰილის n-გრამული მეთოდის გამოყენებით" (თსუ, საქართველო) 2) "Enhancing the security of electoral process by using biometric methods in access control systems" (Cardiff University, UK) . ამჟამად, მუშაობს სადოქტორო კვლევაზე. 2009 წლიდან ის არის ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი. გარდა ამისა, ის გახლავთ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (WEF) ახალგაზრდული გაერთიანების Global Shapers Community-ის თბილისის წარმომადგენლობის კურატორი. მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად? გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის…

განაგრძეთ კითხვა

HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიება 19 მარტს გაიმართა

19 მარტს  HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას 2 მენტორი ჰყავდა და მას სასტუმრო "ტერასამ"  უმასპინძლა. დასწრება შესაძლებელია იყო მხოლოდ  წევრებისათვის. მოწვეული მენტორები იყვნენ: 1. ნინო ბერუაშვილი – ეროვნული ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “ორგანიზაციის გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი - ინოვაციური სტილი”.  2. თინათინ ბონი – ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “დამსაქმებლის ბრენდინგი”. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ასევე ხდება გამოცდილების, საინტერესო ქეისების  და იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართა 19 მარტს   11:00, სასტუმრო ” ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრ გველის! ‪ თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub - ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: 4. HR hub - ის რიგით მეოთხე ღონისძიება - http://goo.gl/FiJC6j 3. HR hub - ის რიგით მესამე ღონისძიება - http://goo.gl/558pSi 2. HR hub - ის რიგით მეორე ღონისძიება - http://goo.gl/XL2Wwl 1. HR hub - ის პირველი ღონისძიება - http://goo.gl/pYlxDg

განაგრძეთ კითხვა

Studentjob.ge – ის ახალი პროექტის ფარგლებში “ჩემი პროფსია პრაქტიკაში” პირველი შეხვედრა გაიმართა

  პარასკევს, 11 მარტს, studentjob.ge - ის ახალი პროქტის ფარგლებში "ჩემი პროფესია პრაქტიკაში" სტუდენტებს მოწვეული სტუმარი - TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური  შეხვდა. “დოიჩე ბანკის” წარმატებული მენეჯერი, 33 წლის დავით წიკლაური თიბისი ბანკის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ვიცეპრეზიდენტია. უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, ის ლონდონში, “დოიჩე ბანკის” კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური ოპერაციების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა. თუმცა, მისი საბანკო გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს, სწორედ თიბისი ბანკში დაიწყო. მას ლონდონის ბიზნეს სკოლის MBA ხარისხი აქვს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი მუშაობა “დოიჩე ბანკში” დაიწყო. “ყოველთვის მიხარია სხვისი წარმატება და სხვისი კარგი. როცა მესმის, რომ ვიღაც რაღაცას კარგად აკეთებს და წარმატებას აღწევს, ეს სიამოვნებას მანიჭებს” – დავით წიკლაური. ბატონმა დავითმა ისაუბრა  ისეთ საკითხებზე როგორიცაა  წარმატება, მიზნების დასახვა, საქმისადმი სიყვრული, კარიერული გამოწვევები სფეროში. ასევე თემებზე როგორიცაა ის თუ რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად, რაც ძალიან დიდი მოტივატორია სტუდენტებისთვის. მათ გაიგეს მეტი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხებზე სტუმრის პოზიცია გაგეგოთ და ასევე რჩევები მიეღოთ მომავალი საქმიანობისთვის. პროექტის ფარგლებში "ჩემი პროფესია პრაქტიკაში" ყველა…

განაგრძეთ კითხვა

HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიება 19 მარტს გაიმართება

19 მარტს  HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეხუთე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო "ტერასა"  უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. მოწვეული მენტორები იქნებიან: 1. ნინო ბერუაშვილი – ეროვნული ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “ორგანიზაციის გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი - ინოვაციური სტილი”.  2. თინათინ ბონი – ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “დამსაქმებლის ბრენდინგი”. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართება 19 მარტს   11:00, სასტუმრო ” ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის! ‪ თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub - ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: 4. HR hub - ის რიგით მეოთხე ღონისძიება - http://goo.gl/FiJC6j 3. HR hub - ის რიგით მესამე ღონისძიება - http://goo.gl/558pSi 2. HR hub - ის რიგით მეორე ღონისძიება - http://goo.gl/XL2Wwl 1. HR hub - ის პირველი ღონისძიება - http://goo.gl/pYlxDg

განაგრძეთ კითხვა

Studentjob.ge-ის ინიციატივით ახალი პროექტი იწყება!

Studentjob.ge-ის ინიციატივით და ლიტერატურული კაფე „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ მხარდაჭერით, ახალი პროექტი იწყება! პროექტის ფარგლებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს შეხვდეს და მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ, გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მისი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს. შეხვედრები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ირგვლივ ეტაპობრივად გაიმართება. პროექტის "ჩვენი პროფესია პრაქტიკაში" პირველი შეხვედრა 11 მარტს გაიმართება. პირველი სპიკერი კი TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური გახლავთ. “დოიჩე ბანკის” წარმატებული მენეჯერი, 33 წლის დავით წიკლაური თიბისი ბანკის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ვიცეპრეზიდენტია. უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, ის ლონდონში, “დოიჩე ბანკის” კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური ოპერაციების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა. თუმცა, მისი საბანკო გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს, სწორედ თიბისი ბანკში დაიწყო. მას ლონდონის ბიზნეს სკოლის MBA ხარისხი აქვს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი მუშაობა “დოიჩე ბანკში” დაიწყო. “ყოველთვის მიხარია სხვისი წარმატება და სხვისი კარგი. როცა მესმის, რომ ვიღაც რაღაცას კარგად აკეთებს და წარმატებას აღწევს, ეს სიამოვნებას მანიჭებს” - დავით წიკლაური. მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად?…

განაგრძეთ კითხვა

HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება 30 იანვარს გაიმართა

30 იანვარს, „შატო მუხრანის სასახლეში“ HR hub–ის ოფიციალური წევრებისთვის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას კომპანია “შატო მუხრანმა” უმასპინძლა. დასწრება მხოლოდ კლუბის წევრებისთვის იყო შესაძლებელი. ღონისძიებას 2 მენტორი ჰყავდა: 1. ნინო გაჩეჩილაძე – TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “თანამშრომელთა ჩართულობა და მისი მნიშვნელობა კომპანიისთვის”. 2. პაპუნა ბარათაშვილი – ფინანსთა სამინისტრო აკადემია. თემა: “ორგანიზაციული და პიროვნული კვლევების ერთიანი ანალიზის უპირატესობა”. ღონისძიებამ საკმაოდ საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა. დასასრულს HR hub-მა გადაწყვიტა სიურპრიზი გაეკეთებინა წევრებისთვის და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მათგან შემდეგი ღონისძიების მესამე მენტორი გამოავლინა. საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელი ირმა მიქაძე გახლავთ ის ადამიანი, რომელიც HR hub-ის მეხუთე ღონისძიებაზე მენტორის სახით წარსდგება. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებაც გადადით ამ ლინკზე: http://goo.gl/El0Jxp

განაგრძეთ კითხვა

www.studentjob.ge – ის ახალი პროექტი “ჩემი პროფესია პრაქტიკაში ” იწყება!

შეხვდი შენი სფეროს წარმატებულ პრაქტიკოსებს! Studentjob.ge-ის ინიციატივით და ლიტერატურული კაფე „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ მხარდაჭერით, ახალი პროექტი იწყება! პროექტის ფარგლებში ყველა მსურველს ექნება შესაძლებლობა მათი სფეროს წარმატებულ პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს შეხვდეს და მოისმინოს მათი გამოცდილების შესახებ, გაიგოს როგორ მიაღწიეს წარმატებას, რაც მომავალში მისი წარმატების წინაპირობა და მოტივატორიც შეიძლება გახდეს. შეხვედრები სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ირგვლივ ეტაპობრივად გაიმართება. გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ! აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება. შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი. ღონისძიების ჩატარების ადგილი: ბახტრიონის 11ბ („წიგნის სახლი ბახტრიონზე“) რესიგრატციისთვის გადადით აქ: https://goo.gl/KK7MhN

განაგრძეთ კითხვა

HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება 30 იანვარს გაიმართება

  30 იანვარს HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას "შატო მუხრანის" სასახლე  უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. მოწვეული მენტორები ქინებიან: 1. ნინო გაჩეჩილაძე - TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: "თანამშრომელთა ჩართულობა და მისი მნიშვნელობა კომპანიისთვის".  2. პაპუნა ბარათაშვილი - ფინანსთა სამინისტრო აკადემია. თემა: "ორგანიზაციული და პიროვნული კვლევების ერთიანი ანალიზის უპირატესობა". HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართება 30 იანვარს   11:00, " შატო მუხრანის" სასახლეში, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის! ‪

განაგრძეთ კითხვა

studentjob.ge – გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!

studentjob.ge - გილოცავთ დამდეგ 2016 წელს!   ჰოდა ვიწყებდით ასე ...   [caption id="attachment_4368" align="alignleft" width="300"] Studentjob.ge[/caption] 2015 წლის მარტში გაგვიჩნდა იდეა. გვინდოდა გაგვეკეთებინა ვებ - გვერდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტურ დასაქმებაზე იქნებოდა ორიენტირებული. იმ დროს ჩვენი ერთადერთი რესურსი იყო იდეა. დავუკავშირდით ვებ - პროგრამისტს და დავიწყეთ ... ძალიან ბევრს ვმუშაობდით, რომ ვებ - გვერდი სტუდენტებსა და დამსაქმებლებზე მაქსიმალურად \ორიენტირებული ყოფილიყო. თითქმის 1 თვეში შევძელით ჩამოყალიბება და აწყობა იმის, რასაც დღეს studentjob.ge ჰქვია. ვებ - გვერდი სულ მალე პოპულარული გახდა და ძალიან ბევრ სტუდენტსა და დამსაქმებელს მასპინძლობს. ჩვენი მისიაა სტუდენტებს სამსახურის ძებნის პროცესი გავუმარტივოთ. დღეს ჩვენი ვებ - გვერდი აკავშირებს სტუდენტებს დამსაქმებლებთან და ამით ორივე მხარე ძალიან კმაყოფილია. ჩვენ გავამარტივეთ კომუნიკაცია მათ შორის.   ძალიან მალე, 1 თვეში studentjob.ge - ის მოჰყვა HR hub, რომლის მიზანიც HR სფეროს განვითარება, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების გაერთიანება, ცოდნის, გამოცდლებისა და იდეების გაზიარება, HR პრაქტიკოსების დაკავშირებაა. გაზაფხულზე studentjob.ge 1 წლის ხდება. ჩვენი მთავარი წარმატებაა ის, რომ ვხედავთ სტუდენტები საქმდებიან და კომპანიებიც პოულობენ ახალგაზრდა კაპიტალს, რომელიც შემდგომ მათი კომპანიის…

განაგრძეთ კითხვა

StudentJob.ge – ის ორანიზებით ჩატარდა ტრენინგი “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას”

StudentJob.ge განაგრძობს სტუდენტებისთვის საინტერესო პროექტების შეთავაზებას. პორტალი აკავშირებს სტუდენტებს დამსაქმებლებთან. ვებ-გვერდზე სწორედ სუდენტებზე და ახლადკურსდამთავრებულბზე მორგებული ვაკანსიები ქვეყნდება. გარდა ამისა, StudentJob.ge სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს კარიერის დაგეგმვასა და განვითარებისთვის. StudentJob.ge – ის ორგანიზებით 23 და 24 დეკემბერს დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევების შესახებ სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარი ჩატარდა. ტრენინგის სახელწოდებაა: “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას”. ტრენინგზე სტუდენტებმა გაიარეს ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური  პასუხების გაცემა. სტუდენტები გაეცნენ კარიერის დაგეგმვის  სტრატეგიებს და შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ტრენინგს გაუძღვა ცირა შანავა. ტრენინგი 23 და 24 დეკემბერს  (12:00 – 15:45) კავკასიის საერთაშორისო უნივრისტეტში ჩატარდა. ტრენინგი “როგორ დავგეგმოთ კარიერა და მივაღწიოთ წარმატებას” უკვე მეორედ გაიმართა. პირველ ტრენინგს თავისუფალმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა. დიდ მადლობას ვუხდით ტრენინგის მხარდაჭერებს. პროექტი ძალიან წარმატებულია და  მომავალშიც გაგრძელდება სხვადასხვა უნივერსიტეტში.

განაგრძეთ კითხვა

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge