HR hub-ის რიგით მეშვიდე ღონისძიების მეორე მენტორი ცნობილია

5 ივნისს HR hub – ის რიგით მეშვიდე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub – ში გვეყოლება მენტორები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი … HR hub - ის შეხვედრა ამჯერად საგურამოში, "გურამიშვილის მარანში"  გაიმართება. მაშ ასე, გაიცანით HR hub – ის მეშვიდე ღონისძიების მეორე  მენტორი: თამარ ბაბუხადია, ეისითის საქართველოს ბიზნეს კვლევების დირექტორი, ეისითი ყაზახეთისა და Growin - ის თანადამფუძნებელი. თამარი სწავლობდა Erickson Coaching International - ში. თემა: “ქოუჩინგი - მართვის თანამედროვე სტილი” თემის მოკლე აღწერა – თამარი ისაუბრებს საკითხებზე როგორიცაა: ქოუჩინგ ტექნიკების ნაკრები (მოტივაცია, მუშაობა ღირებულებებთან, ჯგუფური ქოუჩინგი, თიმ ბილდინგი ...) ქოუჩინგი, როგორც ხელმძღვანელობის სტილი რა უნდა იცოდეს მენეჯერმა ქოუჩინგის გამოყენების დროს როგორ დავინახოთ და განავითაროთ თანამშრომელთა სამუშაო პოტენციალი "ეისითი კვლევითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2002 წელს საქართველოში და 2008 წლიდან ადგილობრივი კვლევითი ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია. ეისითის წარმატება ეფუძნება მის ძირითად ღირებულებებს, – ხარისხზე, განვითარებაზე და შედეგზე ორიენტაციას. " ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის. გელოდებით 5 ივნისს HR hub - ში!

განაგრძეთ კითხვა

HR hub-ის რიგით მეშვიდე ღონისძიების პირველი მენტორი ცნობილია

5 ივნისს HR hub – ის რიგით მეშვიდე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub – ში გვეყოლება მენტორები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი … HR hub - ის შეხვედრა ამჯერად საგურამოში, გურამიშვილების მარანში გაიმართება. მაშ ასე, გაიცანით HR hub – ის მეშვიდე ღონისძიების პირველი მენტორი: ქეთი სხირტლაძე ქეთი საერთაშრისო საკონსულტაციო კომპანია EY Georgia - ს HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია. თემა: “თანამშრომელთა შერჩევა - განვითარება - EY” თემის მოკლე აღწერა – ქეთი ისაუბრებს საკითხებზე როგორიცაა: თანამშრომელთა შერჩევა პროფესიული განვითარება შეფასების სისტემები EY - საერთაშორისო გამოცდილება "EY არის მსოფლიო ლიდერი აუდიტორული, საგადასახადო, ტრანსაქციული და საკონსულტაციო მომსახურების სფეროში. ჩვენი საქმის სიღრმისეული ცოდნითა და მომსახურების მაღალი ხარისხით ხელს ვუწყობთ ნდობის გაღრმავებას მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. ჩვენ ვაყალიბებთ გამორჩეულ ლიდერებს, რომლებიც ასრულებენ ყველა დაინტერესებული მხარის მიმართ აღებულ ვალდებულებებს. ამით ჩვენ უდიდესი წვლილი შეგვაქვს ჩვენი თანამშრომლების, კლიენტების და ფართო საზოგადოებისთვის საქმიანი გარემოს გაუმჯობესებაში. www.ey.com " ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის. გელოდებით 5 ივნისს HR hub - ში!

განაგრძეთ კითხვა

“ჩემი პროფესია პრაქტიკაში” – შეხვედრა გოჩა რატიანთან

26 აპრილს  19:00  Studentjob.ge – ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეოთხე შეხვედრა გაიმართა, სპიკერი დაზვერვის სამსახურის უფროსის მთავარი მრჩეველი - მოადგილე გოჩა რატიანი იყო. გოჩა რატიანი საქართველოს დაზვერვის სამსახურში დაარსების დღიდან მუშაობს. მას აქვს სხვადასხვა სპეცსამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის გახლდათ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის დირექტორი, საქართველოს საელჩო აშშ-ი - მრჩეველი. აგრეთვე მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და უშიშროების სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში, სპეცდანიშნულების ძალებსა და სამხედრო დაზვერვაში. დამთავრებული აქვს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს აკადემია, აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ომის ეროვნული კოლეჯი, აშშ-ს თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის საინფორმაციო რესურსების მენეჯმენტის კოლეჯი, სახელმწიფო უშიშროების უმაღლესი სკოლა. ბატონმა გოჩამ ისაუბრა  ისეთ საკითხებზე როგორიცაა  წარმატება, მიზნების დასახვა, საქმისადმი სიყვრული, კარიერული გამოწვევები სფეროში, ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებობები დაზვერვის სამსახურში, პატრიოტიზმი. ასევე ისაუბრა რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად, რაც ძალიან დიდი მოტივატორია სტუდენტებისთვის. მათ გაიგეს მეტი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ. "ჩვენ ვეძებთ ღირსეულ ადამიანებს – მათ, ვისაც აქვს ამბიცია და შესწევს უნარი გახდეს ერთ–ერთი ჩვენგანი. ჩვენ ველით პროფესიონალებს – მათ, ვისაც  საკუთარი ცოდნის, გამოცდილებისა …

განაგრძეთ კითხვა

HR hub – ის რიგით მეექვსე ღონისძიება 23 აპრილს გაიმართა

23 აპრილს  HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეექვსე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას 2 მენტორი ჰყავდა და მას სასტუმრო “ციტრუსმა”  უმასპინძლა. დასწრება შესაძლებელია იყო მხოლოდ  წევრებისათვის. მოწვეული მენტორები იყვნენ: 1. ნინა ბართაია – აჭარა ჯგუფის  HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “HR - ის როლი კომპანიის წარმატებაში”.  2. ზურა მხეიძე – ფსიქოლოგი. თემა: “სტრესის გამომწვევი მიზეზები ორგანიზაციაში”. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ასევე ხდება გამოცდილების, საინტერესო ქეისების  და იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართა 23 აპრილს   11:00, სასტუმრო ” ციტრუსში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრ გველის! ‪ თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: 5. HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიება - http://goo.gl/RVXRHy  4. HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება – http://goo.gl/FiJC6j 3. HR hub – ის რიგით მესამე ღონისძიება – http://goo.gl/558pSi 2. HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება – http://goo.gl/XL2Wwl 1. HR hub – ის პირველი ღონისძიება – http://goo.gl/pYlxDg

განაგრძეთ კითხვა

“ჩემი პროფესია პრაქტიკაში” – შეხედრა გოჩა რატიანთან

Studentjob.ge-ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მეოთხე შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება და სპიკერი კი დაზვერვის სამსახურის უფროსის მრჩეველ გოჩა რატიანი  იქნება. გოჩა რატიანი საქართველოს დაზვერვის სამსახურში დაარსების დღიდან მუშაობს. მას აქვს სხვადასხვა სპეცსამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის გახლდათ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ადმინისტრაციის დირექტორი, საქართველოს საელჩო აშშ-ი - მრჩეველი. აგრეთვე მუშაობდა სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და უშიშროების სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბში, სპეცდანიშნულების ძალებსა და სამხედრო დაზვერვაში. დამთავრებული აქვს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს აკადემია, აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ომის ეროვნული კოლეჯი, აშშ-ს თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის საინფორმაციო რესურსების მენეჯმენტის კოლეჯი, სახელმწიფო უშიშროების უმაღლესი სკოლა. მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორმულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად? თქვენ გაიგებთ სადაზვერვო და სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკის შესახებ. ასევე შეიტყობთ თუ რა არის საჭირო დაზვერვის სამსახურში მუშაობის დასაწყებად. გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ! - - - - - - - შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret ღონისძიების ჩატარების ადგილი: „წიგნის სახლი ბახტრიონზე“…

განაგრძეთ კითხვა

HR hub – ის რიგით მეექვსე ღონისძიება 23 აპრილს გაიმართება

23 აპრილს  HR hub – ი  ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეექვსე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო “ციტრუსი”  უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. მოწვეული მენტორები იქნებიან: 1. ნინა ბართაია – "აჭარა ჯგუფის"  HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “HR - ის როლი კომპანიის წარმატებაში”.  2. ზურა მხეიძე – ფსიქოლოგი. თემა: “სტრესის გამომწვვი მიზეზები ორგანიზაციაში”. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართება 23 აპრილს  11:00, სასტუმრო ”ციტრუსში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის! ‪ თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: 5. HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიება - http://goo.gl/UiIkcS 4. HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება – http://goo.gl/FiJC6j 3. HR hub – ის რიგით მესამე ღონისძიება – http://goo.gl/558pSi 2. HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება – http://goo.gl/XL2Wwl 1. HR hub – ის პირველი ღონისძიება – http://goo.gl/pYlxDg

განაგრძეთ კითხვა

რჩევები ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასგან

1 აპრილს 19:00  Studentjob.ge – ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მესამე შეხვედრა გაიმართა, სპიკერი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახლდათ. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბატონმა დიმიტრიმ ისაუბრა პროფესიულ გზაზე, რომელიც გაიარა: როგორ დაიწყო ყველაფერი და რა სირთულეები შეხვდა. „იმისთვის, რომ ადვოკატი იყო ასეთად უნდა დაიბადო“- თქვა გაბუნიამ. მისი თქმით, შინაგანად უნდა იყო ადვოკატი, სხვანაირად შეუძლებელია ამ პროფესიით იმუშაო. დიმიტრი გაბუნიამ სტუდენტებთან შეხვედრისას  ისაუბრა იმაზე, რომ ადვოკატობა საკმაოდ რთული პროფესიაა. „შენ გაბარია ადამიანის ბედი და არ გაქვს უფლება დაუშვა შეცდომა. თუმცა ამ პროფესიას მოაქვს ძალიან დიდი ადრენალინი. უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის დაცვა ყველაფერზე მეტია“. ბატონმა დიმიტრიმ აუდიტორიას ადვოკატისთვის და ზოგადად წარმატებისთვის საჭირო რჩევები გაუზიარა. ზოგადი განათლება, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, გამძლეობა, მობილიზებულობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია რაზეც მან ისაუბრა. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგოთ,   რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მას პროფესიაში წარმატების მისაღწევად. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას: იყავით უბრალო; ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ მოინდომებთ ყველაფერს მიაღწევთ; სულ სიახლის ძიებაში უნდა იყოთ; იყავით ის რაც ხართ; უნდა იყოთ მიმწოლი; გულთან ახლოს არ მიიტანოთ არაფერი; აუცილებელია შეგეძლოთ აუდიტორიასთან ურთიერთობა და საჯაროდ…

განაგრძეთ კითხვა

“ჩემი პროფესია პრაქტიკაში” – შეხვედრა ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან

Studentjob.ge-ის პროექტის "ჩემი პროფესია პრაქტიკაში" მესამე შეხვედრა 1 აპრილს გაიმართება და სპიკერი კი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება. დიმიტრი გაბუნია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატია. 2005 წლიდან იგი ხელმძღვანელობს საადვოკატო ბიუროს, რომლის ისტორიაც არაერთი გახმაურებული და ურთულესი საქმის წარმატებით დასრულებას უკავშირდება. ბატონი დიმიტრის პროფესიული მოღვაწეობის სფერო მოცავს სამოქალაქო, სახელშეკრულებო, ადმინისტრაციულ, კორპორაციულ და ინტელექტუალურ სამართალს. ამასთანავე, მისი საქმიანობის სფერო მოიცავს ისეთი საკითხების დარეგულირებას, რაც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, შრომისა და საგადასახადო სამართალთან. 2003-2007 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის საარბიტრაჟო პალატას. 2009 წელს დაფუძნა საქართველოში პირველი ადვოკატთა სკოლა. დიმიტრი გაბუნიას წარმატებული კარიერის მანძილზე მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის 2006 წელს იგი დასახელდა წლის ადვოკატად. გარდა ამისა,  კითხულობს ლექციებს GIPA - ში. მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორმულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად? გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ! შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret ღონისძიების ჩატარების ადგილი: „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ - ბახტრიონის 11ბ "ჩემი პროფესია პრაქტიკაში": პირველი შეხვედრა -  TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური:  http://goo.gl/agFycR მეორე  შეხვედრა - ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი - გიორგი…

განაგრძეთ კითხვა

“ჩემი პროფესია პრაქტიკაში” – შეხვედრა გიორგი იაშვილთან

25 მარტს 19:00  Studentjob.ge - ის პროექტის "ჩემი პროფესია პრაქტიკაში" მეორე შეხვედრა გაიმართა, სპიკერი "ეროვნული ბანკის" ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალლისტი (IT) გიორგი იაშვილი იყო. გიორგი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია. მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში IT ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. 2014-2015 წლებში სწავლობდა კარდიფის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე. ის სულ ახლახანს დაბრუნდა საქართველოში და ამჟამად გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი. გარდა ამისა, ის კითხულობს ლექციებს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში (CST). დაცული აქვს ორი სამაგისტრო დისერტაცია: 1) "სიმეტრიული დაშიფრვის ახალი, მოქნილი ალგორითმი ჰილის n-გრამული მეთოდის გამოყენებით" (თსუ, საქართველო) 2) "Enhancing the security of electoral process by using biometric methods in access control systems" (Cardiff University, UK) . ამჟამად, მუშაობს სადოქტორო კვლევაზე. 2009 წლიდან ის არის ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი. გარდა ამისა, ის გახლავთ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (WEF) ახალგაზრდული გაერთიანების Global Shapers Community-ის თბილისის წარმომადგენლობის კურატორი. ბატონმა გიორგიმ ისაუბრა  ისეთ საკითხებზე როგორიცაა  წარმატება, მიზნების დასახვა, საქმისადმი სიყვრული, კარიერული გამოწვევები სფეროში და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები უცხოეთში. ასევე ისაუბრა რა უნარები, ცოდნა,…

განაგრძეთ კითხვა

HR hub-ის კამპანია – „ჩვენ გვახსოვს თქვენი სურვილები“

„ჩვენ გვახსოვს თქვენი სურვილები“ - ასე ჰქვია HR hub-ის კამპანიას, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა.  ამ კამპანიის მთავარი მიზანი იყო, HR hub-ის წევრებისთვის გაგვეხალისებინა ერთი სამუშაო დღე და მადლობა გადაგვეხადა ურთიერთობისთვის. თავიდანვე შევთანხმდით იმაზე, რომ რასაც გავაკეთებდით უნდა ყოფილიყო მოულოდნელი და სახალისო. დეკემბერში HR hub-ის წევრებს გავუგზავნეთ სახალისო კითხვარი. შეკითხვები იყო შემდეგი სახის: თავისუფალ დროს თქვენ ... სამუშაო დღის განმავლობაში ყველაზე მეტად რა გაგახარებთ და განწყობას აგიმაღლებთ ? ხართ სამსახურში და ძალიან მოგშივდათ, პირველი რა გაგახსენდებათ ? რომელ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას სტრესის მოსახსნელად და განსატვირთად? წარმოიდგინეთ გაქვთ ბევრი საქმე, გაითიშა სინათლე. არ გაქვთ ტექნიკასთან წვდომა. ვერ გადიხართ გარეთ. გამოგიჩნდათ დაუგეგმავი თავისუფალი დრო. რას გააკეთებდით მოცემულ სიტუაციაში? არავინ იცოდა რისთვის და რატომ ავსებდა ამ კითხვარს. მას შემდეგ რაც მივიღეთ პასუხები, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როდის აგვესრულებინა სურვილები. ვინაიდან სადღესასწაულო დღეებში ისედაც ყველა იღებს საჩუქრებს, გადავწყვიტეთ ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი სამუშაო დღე. რაც უფრო მოულოდნელს გახდიდა ჩვენს ჩანაფიქრს. სურვილები სხვადასხვა სახის იყო. ჩვენც ისე შევარჩიეთ, რომ მრავალფეროვანი გამოსულიყო. Sadili.ge-ს და foodpanda-ს მხარდაჭერით HR hub-ის წევრებს გემრიელი და მათთვის…

განაგრძეთ კითხვა

© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge