დღეს studentjob.ge კარიერული ცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს

დღეს, 19 დეკემბერს, 18:30 საათზე,  სტუდენტური დასაქმების პორტალი studentjob.ge-ის ორგანიზებით ტარდება მრგვალი მაგიდის ტიპის სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტების კარიერული ცენტრების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ძირითადი თემები იქნება: კარიერული ცენტრების საქმიანობის მიმოხილვა მიმდინარე პრობლემების განხილვა და ანალიზი სტუდენტების დასაქმების ძირითადი ასპექტები და პერსპექტივები studentjob.ge არის ვებ-გვერდი სტუდენტებზე მორგებული ვაკანსიებისთვის, რომელიც 2015 წლის მარტიდან ზრუნავს სტუდენტებისა და ახლად კურსდამთავრებულების დასაქმებაზე. studentjob.ge  მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც პერიოდულად გამართავს.

განაგრძეთ კითხვა

HR Reborn-ზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო!

HR hub - ის ორგანიზებით, 2017 წლის 1 – 2 მარტს, თბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn  ტექნოპარკში გაიმართება. 2 დღიან ტრენინგს  Google-ის ტრენერი Chris Perks და  Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი  Pete Jenkins ჩაატარებენ. საუბარი იქნება მინიმალური დანახარჯებით, სოციალური მედიის გამოყენებით, თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. ასევე თანამშრომლების ჩართულობასა და მოტივაციაში Gamification-ის როლზე  . ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ბილეთის ღირებულება: 500 ევრო. თუმცა თუ კომპანიიდან/ორგანიზაციიდან დაესწრება 1-ზე მეტი თანამშრომელი ვრცელდება ფასდაკლება: 2 თანამშრომლის დასწრება კომპანიიდან/ორგანიზაციიდან - 450 € 3 და მეტი თანამშრომლის დასწრება - 350 € HR hub - ის წევრებისა და მენტორებისთვის - 450 ევრო სტუდენტებისთვის - 350 ევრო გაცნობებთ, რომ ბილეთის ღირებულების გადახდა შესაძლებელია სამ ნაწილადაც: https://goo.gl/NQMYGv იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია.  HR Reborn - ის მხარდამჭერები არიან:  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA, Geocell • Business, იმედი L • Imedi L PASHA Bank მედი პარტნიორები: ტელეკომპანია TV Imedi, რადიო იმედი,  Palitra Media Holding, საქმიანი დილა, ბიზნესკონტრაქტი და Marketer.ge განრიგი იხილეთ აქ:  goo.gl/zdwUHX HR Reborn-ის ვებ-გვერდი: www.georgia.ogieurope.com ბილეთის შესაძენად მოგვწერეთ: hrhubgeorgia@gmail.com ან HR hub-ის ოფიციალური FB გვერდზე: /HRhubGeorgia/   HR Reborn - The most innovative HR Event HR Reborn…

განაგრძეთ კითხვა

3 დეკემბერს, HR hub-ის ღონისძიბა გაიმართა – რა სურს CEO-ს HR-ისგან?

3 დეკემბერს HR hub – ის სეზონის პირველი ღონისძიება სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართა. HR hub – ში სტუმრად გვყავდა TBC ბანკის გენრალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი. ნიკა  პანელ დისკუსიაში ჩაერთო და HR მენეჯერებთან ერტად ისაუბრა ისეთ თემაზე როგორიცაა: რა სურს CEO-ს HR-ისგან ანუ ხელმძღვანელის ხედვა – რა მოლოდინი აქვს მას HR გუნდისგან. კლუბის წევრები ჩაერთვნენ  დისკუსიაში და კითხვებით მიმართეს მოწვეულ სტუმარს. HR hub- ში ამ შეხვედრის მეორე ნაწილი , რომელზეც სტუმარი  ჯეოსელის გენერალური დირექტორი პაველ სმალინსკი იქნება, მოგვინანებით გაიმართება.   HR hub – საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილი. HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება! თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის 2016 წლის…

განაგრძეთ კითხვა

3 დეკემბერს, HR hub-ის სეზონის პირველი ღონისძიება გაიმართება

3 დეკემბერს HR hub – ის სეზონის პირველი ღონისძიება სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართება. HR hub – ში სტუმრად გვეყოლებიან კომპანიების გენერალური დირექტორები, რომლებიც პანელ დისკუსიაში ჩაერთვებიან და ისაუბრებენ ისეთ თემაზე როგორიცაა: რა სურს CEO-ს HR-ისგან ანუ ხელმძღვანელის ხედვა – რა მოლოდინი აქვს მას HR გუნდისგან. გარდა ამისა, კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში და კითხვებით მიმართონ მოწვეულ სტუმრებს. ერთ-ერთი სტუმარი იქნება პაველ სმალინსკი – ჯეოსელის გენერალური დირექტორი, რომელიც გაგვაცნობს მისი როგორც ხელმძღვანელის ხედვას ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. ის გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით თქვენთან შესახვედრად ემზადება. პაველ სმალინსკი – „მიმაჩნია, რომ კომპანიისთვის თანამშრომლები ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ძალაა“. ჯეოსელის გენერალური დირექტორი, პაველ სმალინსკი ჯეოსელს 2014 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. სმალინსკი, საქართველოში ჩამოსვლამდე თელიასონერაში საქმიანობდა. კერძოდ, თელიასონერას International Carrier-ში (თელიასონერას ინტერნეტისა და ხმოვანი ტრაფიკის საერთაშორისო გადამტანი კომპანია). პაველ სმალინსკის 15-წლიანი გამოცდილება აქვს სატელეკომუნიკაციო სფეროში. იგი მართავს ბიზნესს, აგებს კორპორაციულ კულტურას და მიმართულებას აძლევს ორგანიზაციას. და HR hub-ის ამ შეხვედრის კიდევ ერთი სტუმარი TBC ბანკის გენერალური დირექტირის მადგილე ნიკა ქურდიანია. ნიკა TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეა. მისი საბანკო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება…

განაგრძეთ კითხვა

გუშინ sudentjob.ge – ისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით „დასაქმების ფორუმი“ გაიმართა

2016 წლის 27 ოქტომბერს  sudentjob.ge – ისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით „დასაქმების ფორუმი“ გაიმართა. ფორუმი ჩატარდა  11:00-დან 14:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსის 101 აუდიტორიაში. ფორუმზე თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება, მოეწყო საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში. დასაქმების ფორუმები არის უნიკალური შესაძლებლობა დამსაქმბლებისთვის, ჰქონდეთ კომუნიკაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და გაავრცელონ მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია იმ მაძიებელთა შორის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მათ კომპანიაში/ორგანიზაციაში კარიერის შექმნითა თუ განვითარებით.   სტუდენტებისთვის კი საინტერესო შესაძლებლობა ჰქონოდათ პირდაპირი კომუნიკაცი დამსაქმებლებთან. ფორუმზე დასაქმების მსურველებს, სტუდენტებსა და ახლად კურსდმთავრებულებს 11:00-დან 14:00 საათამდე შეეძლებოთ, დამსაქმებელ კომპანიებს საკუთარი რეზიუმე (CV) მიეწოდებინათ და გაესაუბებოდნენ.       ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ კომპანიები: თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, სადაზღვევო კომპანია „ირაო“, სადაზ ღვევო კომპანია „ქართუ“, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი“, სადაზღვევო კომპანია „არდი“, სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“, ფარმაცევტული კომპანია PSP, ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“, ფარმაცევტული კომპანია „ფარმადეპო“, Beeline, Radisson Blu Iveria, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO, ანა ჯალაღონიას საადვოკატო ბიურო, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, სამედიცინო ცენტრი „ციტო“, HR აუთსორსინგი, საინფორმაციო სააგენტო…

განაგრძეთ კითხვა

27 ოქტომბერს sudentjob.ge – ისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით „დასაქმების ფორუმი“ გაიმართება

2016 წლის 27 ოქტომბერს  sudentjob.ge - ისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით „დასაქმების ფორუმი“ გაიმართება. ფორუმი ჩატარდება  11:00-დან 14:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსის 101 აუდიტორიაში. ფორუმზე თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება, მოაწყოს საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში. ეს არის  უნიკალური შესაძლებლობა დამსაქმბლებისთვის, ჰქონდეთ კომუნიკაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და გაავრცელონ მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია იმ მაძიებელთა შორის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მათ კომპანიაში/ორგანიზაციაში კარიერის შექმნითა თუ განვითარებით. სტუდენტებისთვის კი საინტერესო შესაძლებლობაა ქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცი დამსაქმებლებთან. ფორუმზე დასაქმების მსურველებს, სტუდენტებსა და ახლად კურსდმთავრებულებს 11:00-დან 14:00 საათამდე შეეძლებათ, დამსაქმებელ კომპანიებს საკუთარი რეზიუმე (CV) მიაწოდონ და გაესაუბრონ.   ფორუმში მონაწილეობას იღებენ კომპანიები: თიბისი ბანკი, ვითიბი ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“, სადაზღვევო კომპანია „ირაო“, სადაზღვევო კომპანია „ქართუ“, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი“, სადაზღვევო კომპანია „არდი“, სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“, ფარმაცევტული კომპანია PSP, ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“, ფარმაცევტული კომპანია „ფარმადეპო“, Beeline, Radisson Blu Iveria, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO, ანა ჯალაღონიას საადვოკატო ბიურო, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“, სამედიცინო ცენტრი „ციტო“, HR აუთსორსინგი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“, ვისოლ ჯგუფი (ვისოლ პეტროლიუმი,…

განაგრძეთ კითხვა

ტექნოპარკში მომავლის HR hub-ის ახალი სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

  22 ოქტომბერს, ტექნოპარკში, HR hub-ის ახალი სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. HR hub-ის არსებულ მიმართულებებს დაემატა უამრავი ახალი პროექტი, რომელიც სულ მალე ჩაეშვება. HR hub - Networking, გამოცდილების გაზიარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ეს მომავლის ჰაბის მიმართულებების მცირე ჩამონათვალია. ეს იყო საქართველოში ყველაზე მასშტაბური HR ღონისძიება, თუმცა კიდე უფრო დიდი ღონიძიებები წინ გველოდება. სხვა სიახლეებთან ერთად, პრეზენტაციაზე საუბარი იყო HR hub აკადემიაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. რაც მთავარია აკადემია მსმენელებს ადამიანური რესურსების მართვის ინოვაციურ ტრენინგებს შესთავაზებს. სულ მალე ჩაეშვება HR hub-ის ვებ - გვრდი www.hrhub.ge, სადაც ჰაბის ახალ ამბებთან ერთად, ადამიანური რესურსების სფეროში მიმდინარე მსოფლიო და ადილობრივი სიახლეები განთავსდება. ღონისძიებაზე მოსულ HR მენეჯერებს დახვდათ გამოფნილი მათი ფოტოები, რომლებიც უნდა მოეხსნათ და ჰაბის სამსახსოვრო ალბომში სურვილებთან ერთად ჩაეკრათ: "რას უსურვებდით HR hub-ს". ინოვაციური HR hub-ის მომავლის პროექტებთან ერთად, პრეზენტაციაზე გაჟღერდა ინფორმაცია კავკასიაში ყველაზე მასშტაბური HR ღონისძიების HR Reborn-ის შესახებ. 2017 წლის 1-2 მარტს, თბილისს მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები, Google – ის მოქმედი ტრენერი Chris Perks და საერთაშორისო Gamification ფედერაციის უფროსი Pete Jenkins ეწვევიან და ქართველი HR სპეციალისტებისთვის ორ დღიან ტრენინგს ჩაატარებენ. ღონისძიებაზე…

განაგრძეთ კითხვა

29 სექტემბერს ტექნოპარკში IT დასაქმების ფორუმი გაიმართება

  29 სექტემბერს 14:00 საათზე ტექნოპარკში ,  IT დასაქმების ფორუმი გაიმართება  (ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა). ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კომპანიებსა და სპეციალისტებს შორის კომუნიკაციის დამყარებას, ამ გზით ადგილობრივი კომპანიების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უკვე მეორე წელია ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს ქვეყანაში IT სპეციალისტების რაოდენობის ზრდისთვის. უკვე განხორციელდა ,,ტრენერთა ტრენინგების" 2 ეტაპი, რომლის ფარგლებშიც 132 მონაწილე 9 მიმართულებით გადამზადდა. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ტრენერების მიერ უკვე მომზადდა 1000-მდე დამწყები სპეციალისტი. სწორედ სააგენტოს პროგრამებში ჩართული IT სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას "IT დასაქმების ფორუმში", რაც კარგი საშუალება იქნება ადგილობრივი კომპანიებისათვის ნიჭიერი ახალგაზრდა სპეციალისტების მოსაძიებლად. IT დასაქმების ფორუმი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ პირველად იმართება და ყოველწლიურ სახეს მიიღებს. თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცემა საშუალება, მოაწყოს საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში. თითოეულ კომპანიას გამოეყოფა 1 მაგიდა და 2 სკამი. კომპანიას აქვს უფლება ორგანიზატორებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, სურვილისამებრ მოაწყოს საკუთარი სივრცე. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: goo.gl/uejwlK სპეციალისტებისთვის: "IT დასაქმების ფორუმში" მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოღვაწე წამყვანი IT კომპანიები , რაც კარგი საშუალება იქნება დამწყები…

განაგრძეთ კითხვა

მომავლის HR hub – ურთიერთობის ახალი ეტაპი

HR hub განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. 22 ოქტომბერს, ჰაბის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება, სადაც საუბარი იქნება HR hub-ის ახალ მიმართულებებსა და პროექტებზე. HR hub-ის ღონისძიებები, რომლებიც ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს გრძელდბა.  ინოვაციური, მუდმივად განახლებადი და საინტერესო - ეს ჰაბის კონცეფციის მთავარი საფუძველია. გავითვალისწინეთ HR hub-ის წევრების ყველა თხოვნა. შესაბამისად დავსახეთ ახალი მიზნებიც და მათი განხორციელების გზები. პრეზენტაციაზე თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას HR hub-ის  გეგმების შესახებ. თქვენ გაიგებთ რას უნდა ელოდოთ ჩვენგან. აქ დაიბადება ბევრი ახალი იდეა და შეიქმნება ინოვაციური მიდგომები და პროექტები HR სფეროში. ჩვენი მიზანია, HR hub იყოს ერთგვარი სამუშაო პლატფორმა, სადაც საქართველოში HR სფეროს ყველა  წარმომადგენელი ერთიანდება. დაარსებიდან 1 წლის შემდეგ, HR hub წევრების წინაშე, ახალი იდეებით წარსდგება. სანამ HR hub - ის ღონიესძიებების ახალ სეზონს დავიწყებთ შევაჯამებთ განვლილ 1 წელს და სიახლეებზე ვისაუბრებთ. ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ ეს სფერო და შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჰაბის ყველა წევრისთვის. ჩვენ ერთად ვქმნით HR hub -ს. 22 ოქტომბერს ტექნოპარკი  HR hub – ის პრეზენტაციას  უმასპინძლებს! ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ HR hub - ის ოფიციალური წევრებისთვის და მოწვეული სტუმრებისთვისა იქნება…

განაგრძეთ კითხვა

Sales MBA – უპრეცედენტო პროექტი გაყიდვების სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

Sales MBA  - შანსი უფასოდ ისწავლო და წამყვან კომპანიებში დასაქმდე. ეს ინოვაციური პროექტი International Sales Institute-ის მიერ განხორციელდება. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია სტუდენტური დასაქმების პორტალი studentjob.ge   პროექტის შესახებ: International Sales Institute ახალგაზრდებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. ისინი   გაყიდვების სფეროში საუკეთესო  ტრენინგებს უფასოდ გაივლიან და თან  წარმატებულ ქართულ კოპანიებში დასაქმდებიან. 25 წლამდე 17 ახალგაზრდა კონკურსის შედეგად შეირჩევა. კონკურსი სამ ეტაპიანია. სწავლა მხოლოდ კვირა დღეს იქნება. მონაწილეეები კომპანიებში გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში რეალურად ჩაერთვებიან. სწავლა 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვისაც იქნება შესაძლებელი, რადგან ინსტიტუტის პარტნიორ დამსაქმებელთა შორის ისეთი კომპანიაცაა, რომელიც სწორედ რეგიონში ეძებს საჭირო კადრებს.   რა კურსებს გაივლიან პროექტის მონაწილეები? კურსის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სემინარები ადამიანებთან კომუნიკაციის, საცალო, სატელეფონო და კორპორატიული გაყიდვების, გაყიდვების მენეჯმენტსა და სადისტრიბუციო გაყიდვების მართვაში.   ვინ იქნებიან ტრენერები? პროექტის ფარგლებში ტრენინგებს ცენტრის დამფუძნებელი და ტრენერი, დავით ჩიკვაიძე, ISI-ის პარტნიორი ტრენერი დინა ბრაცლავსკაია და კიდევ რამდენიმე მოწვეული პრაქტიკოსი გაყიდვების სპეციალისტი ჩაატარებენ. ტრენინგები ძირითადად ქართულ ენაზე წარიმართება. თუმცა კურსზე იქნება ერთი ინგლისურენოვანი საგანიც "ბიზნეს ინგლისური გაყიდვებისათვის".   რომელი კომპანიები იღებენ…

განაგრძეთ კითხვა

💙 2021 studentjob.ge