ენდე შედეგს – „CERTUS“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი "CERTUS"-ი კომპეტენციის დადასტურების საუკეთესო შესაძლებლობაა ნებისმიერი მსურველისათვის. პროექტის ფარგლებში პირველი შეთავაზება ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტირებაა. სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველები ამ ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში ინგლისური ენის ცოდნის დონის დადასტურებასა და შესაბამისი დოკუმენტის სასწავლებელში წარდგენას უახლოეს მომავალში შეძლებენ.   ინგლისური ენის ფლობის დონის განმსაზღვრელი ტესტი 4 ნაწილისაგან შედგება: კითხვა, გრამატიკა და ლექსიკა (Reading and Use of English); მოსმენა (Listening); ლაპარაკი (Speaking); წერა (Writing). ცენტრის მიერ გაცემული ცნობა და სერტიფიკატი უკვე რამდენიმე უმაღლესმა სასწავლებელმა აღიარა, მათ შორის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და სდასუმ. დეკემბრის თვეში მონაწილეებს ტესტის პირველი ნაწილის - კითხვა, გრამატიკა, ლექსიკა (Reading and Use of English) გავლა შეეძლებათ. ტესტის დანარჩენი 3 ნაწილის ჩაბარება 2018 წლიდან ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი. მონაწილეები რეგისტრაციისას (რეგისტრაციის ბმული https://online.naec.ge/certus) თავად ირჩევენ მათთვის ხელსაყრელ თარიღს მთლიანი ტესტის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩასაბარებლად. ტესტირების საფასური მსგავს საერთაშორისო გამოცდების ღირებულებასთან დაახლოებით შედარებით 10-ჯერ ნაკლებია. მომდევნო თვეების განმავლობაში ცენტრი ინდივიდუალურ თუ კორპორატიულ მონაწილეებს შესთავაზებს შემდეგი კომპეტენციების დამადასტურებელ ტესტირებებს: უცხოური ენის (გერმანული, რუსული, ფრანგული) ცოდნა; საოფისე პროგრამების ცოდნა; ძირითადი სააზროვნო უნარები; ქართული ენის ცოდნა და ფუნქციური წერა; საკანცელარიო უნარები; ემოციური და პრაქტიკული ინტელექტის შეფასება. დეტალური ინფორმაცია იხ. http://naec.ge/#/ge/post/1706  

განაგრძეთ კითხვა

4 ოქტომბერს პროექტ „ლურჯი ოკეანის“ კლუბის პრეზენტაცია და ბიზნესღონისძიება გაიმართება

4 ოქტომბერს 16:00 საათზე „ფაბრიკას“ საკონფერენციო დარბაზში პროექტ „ლურჯი ოკეანის“ კლუბის პრეზენტაცია და ბიზნესღონისძიება გაიმართება. თემა: „რეკლამა თანამედროვე სამყაროში“. ღონისძიების მხარდამჭერია www.studentjob.ge. პრეზენტატორები იქნებიან: გიორგი ქვლივიძე, საკომუნიკაციო სააგენტო "Holmes&Watson"-ის არტ დირექტორი თემა: რეკლამა, როგორც ასეთი გიორგი პოპიაშვილი, კრეატიული დირექტორი თემა: ეფექტური სარეკლამო კომუნიკაცია   თორნიკე გურული, მარკეტინგის პროფესორი, PSP Group-ის მარკეტინგის დირექტორი თემა: STEVIE AWARDS და რებრენდინგის ხელოვნება ღონიძიებაზე დასწრების ღირებულებაა 50 ლარი, თუმცა სტუდენტებისთვის ვრცელდება ფასდაკლება და მათთვის ბილეთის შეძენა 30 ლარად იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, ახალგაზრდებს  წიგნები, "რეკლამა მარტივად" ან "ბრენდინგი მარტივად", საჩუქრად გადაეცემათ. სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ კლუბის წევრობის ბარათიც. დასწრების მსურველებს შეგი₾ძიათ დაუკავშირდეთ: მეილი: n.zaqradze@palitra.ge ტელ: 558 151583  

განაგრძეთ კითხვა

Studentjob.ge – საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმზე

www.studentjob.ge-ის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მე-8 ფორუმში. ფორუმზე წარმოდგენილი იყო ჩვენი სტენდი და ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ მიეღოთ ინფორმაცია studentjob.ge-სა და ჩვენი პროექტების შესახებ, რომლებიც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის ხორციელდება. ფორუმის ძირითადი მიზანი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება იყო. ასევე გაიმართა ორგანიზაციების გამოფენა „ღია სივრცის" მეთოდით, სადაც დასწრების შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მსურველს ჰქონდა. საგამოფენო სივრცეში მოეწყო studentjob.ge-ის ახალგაზრდული დასაქმების პროგრამების პრეზენტაცია, საინფორმაციო ბეჭდური მასალების გამოფენა. სამუშაო ფორმატი ასევე მოიცავდა პრეზენტაციებს, პლენარულ დისკუსიებს, მუშაობას ჯგუფებში, საერთო დისკუსიას. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 200-მდე ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ახალგაზრული პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა. ფორუმს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ. მათ პანელურ დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა და ახალგაზრდული ორგანიზაციების შეკითხვებს უპასუხეს. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და მშვიდობისა და განვითარების აკადამია. ფორუმი საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯია-ს მესამე პავილიონში გაიმართა.  

განაგრძეთ კითხვა

დღეიდან ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალზე – JOB fest რეგისტრაცია იწყება

დღეიდან ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში-JOB fest  მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ მისამართზე: www.jobfest.ge  და 23 ივნისს 24:00 სთ-მდე  გაგრძელდება. (more…)

განაგრძეთ კითხვა

2017 წლის, 24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართება

2017 წლის, 24 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და დასაქმების პორტალი studentjob.ge  გიწვევთ დასაქმების ფორუმში მონაწილეობისთვის. ფორუმი ჩატარდება  11:00-დან 14:00 საათამდე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ცენტრალური კორპუსის 101 აუდიტორიაში. ფორუმზე თითოეულ მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება, მოაწყოს საკუთარი სტენდი ღონისძიების სივრცეში. ეს არის  უნიკალური შესაძლებლობა დამსაქმებლებისთვის, ჰქონდეთ კომუნიკაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან და გაავრცელონ მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია იმ მაძიებელთა შორის, რომლებიც დაინტერესებულები არიან მათ კომპანიაში კარიერის შექმნითა თუ განვითარებით. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა (გადადით ბმულზე: http://su0.ru/MK10 ) . აპლიკაციების გამოგზავნის საბოლოო ვადაა 5 მაისი. სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის კი საინტერესო შესაძლებლობაა ჰქონდეთ პირდაპირი კომუნიკაცია დამსაქმებლებთან. ფორუმზე დასაქმების მსურველებს, სტუდენტებსა და ახლად კურსდამთავრებულებს 11:00-დან 14:00 საათამდე შეეძლებათ, დამსაქმებელ კომპანიებს საკუთარი რეზიუმე/CV მიაწოდონ და გაესაუბრონ. გისურვებთ წარმატებას ! დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: მისამართი: ჩარგლის ქ. 73, თბილისი, 0141, საქართველო ტელ.: (+995 32) 261 12 98 (შიდა 109) მობ.: +(995) 599 800 299 E-mail: career@ciu.edu.ge Web: www.ciu.edu.ge S. Media: www.facebook.com/CIUniversity www.facebook.com/ciu115career

განაგრძეთ კითხვა

გაზაფხულის ღონისძიება HR hub-ში – 8 აპრილი

8 აპრილს  HR hub – ის გაზაფხულის ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას "Georgios Ranch" უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.   მოწვეული მენტორები იქნებიან:   1. ხათუნა ჩხაიძე - EFES საქართველო, სს  ლომისი HR დირექტორი თემა: Performance Managemen-შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემა და მისი გავლენა ხელფასებსა და ბონუსებზე   2. მალხაზ სხირტლაძე - კომპანია HT Solutions -ის დირექტორი თემა: თანამედროვე ტექნოლოგიები HR-ში   3. იგორ სმოლიანკინი - IT ექსპერტი და სპიკერი თემა: Smart Technologies for a Smarter HR-ში   HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართება 8 აპრილს 12:00, თბილისთან ახლოს, "Georgios Ranch"-ში. HR hub-ის გაზაფხულის ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია HT Solutions. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის! გელოდებით!  

განაგრძეთ კითხვა

საქართველოში მასშტაბური და ინოვაციური HR ღონისძიება გაიმართა

HR hub – ის ორგანიზებით, 1 – 2 მარტს, თბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება - HR Reborn 2017  ტექნოპარკში გაიმართა. ორ დღიან ტრენინგს საერთაშორისო სპიკერი, ტრენერი და კონსულტანტი Chris Perks და Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი Pete Jenkins უძღვებოდნენ. Chris Perks მუშაობდა ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა: Google, Pepsi, L'Oréal, Nestle, Carlsberg, Experian და ბევრი სხვა.  ღონისძიებაზე საუბარი იყო: მინიმალური დანახარჯებით, სოციალური მედიის გამოყენებით, თანამშრომლების მოზიდვასა და შენარჩუნებაზე. ასევე  თანამშრომლების ჩართულობასა დამოტივაციაში Gamification-ის როლზე. ღონისძიება განკუთვნილი იყო HR მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის და ზოგადად მათთვის, ვისაც HR სფერო აინტერესებს. ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი. მსგავსი მასშტაბის და შინაარსის ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიებას 150-მდე HR სპეციალისტი არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც დაესწრნენ. HR hub -ის გუნდი მადლობას უხდის პარტნიორებსა და ყველა მონაწილეს. დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად შექმენით HR Reborn 2017 ! HR Reborn – ის მხარდამჭერები იყვნენ: ჯეოსელი, იმედი L, პაშა ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. მედიპარტნიორები: ტელეკომპანია იმედი, რადიო იმედი, პალიტრა მედია ჰოლდინგი, საქმიანიდილა, ბიზნესკონტრაქტიდა Marketer.ge. HR Reborn პირველად ჩატარდა და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება.  

განაგრძეთ კითხვა

HR hub, HR Reborn-ზე დასწრების ყველა მსურველს გადახდის ახალ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს.

HR hub, HR Reborn-ზე დასწრების  ყველა მსურველს გადახდის ახალ, მათზე მორგებულ სისტემას სთავაზობს. ღონისძიების მხარდამჭერი კომპანიების ჯეოსელის, იმედი L-ისა და პაშა ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა ბილეთის ღირებულების 500 ევროს   3 ნაწილად გადახდა: I ნაწილი 100 € - 25 თებერვლამდე II ნაწილი 200 € - 25 მარტამდე III ნაწილი 200 € - 25 აპრილამდე   HR hub HR Reborn-ის მხარდამჭერებთან ერთად ზრუნავს იმაზე, რომ ყველა მსურველს მისცეს შესაძლებლობა დაესწროს კავკასიაში ყველაზე მასშტაბურ და ინოვაციურ HR ღონისძიებას. დეტალები აქ:  https://goo.gl/Go0FJe იჩქარეთ, დაიკავეთ თქვენი ადგილი HR Reborn-ზე! ბილეთების შესაძენად მოგვწერეთ: HRhubgeorgia@gmail.com

განაგრძეთ კითხვა

HRhub კონკურსს “მე მინდა HRReborn-ზე” აცხადებს

1-2 მარტს თბილისში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება გაიმართება. HR hub აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით აცხადებს კონკურსს სახელწოდებით „#მემინდაHRReborn-ზე“. მონაწილეობის მისაღებად: გადაიღეთ სელფი ჰეშთეგით: „#მემინდაHRReborn-ზე“, ატვირთეთ თქენს FB გვერდზე (Public) – მიუთითეთ ეს ლინკი: https://goo.gl/Go0FJe E-Mail-ზე: HRreborngeorgia@gmail.com გამოგვიგზავნეთ ატვირთული სელფის ლინკი   მიიღეთ მონაწილეობა კონკუსში და მოიგეთ HR Reborn-ზე დასასწრები 500 ევროიანი ბილეთი! გამარჯებული იქნება FB იუზერი, რომლის სელფსაც ყველაზე მეტი გაზიარება ექნება. კონკურსი დასრულდება 23 თებერვალს 00:00. გამარჯებული გამოვლინდება 25 თებერვალს და გადაეცემა HR Reborn-ზე დასასწრები ბილეთი. გისურვებთ წარმატებას!        

განაგრძეთ კითხვა

“HR Reborn არა მხოლოდ HR სპეციალისტებისთვის, არამედ ზოგადად მენეჯერებისთვისაც საინტერესო იქნება”- ანანო ქორქია

  1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. პაშა ბანკი HR Reborn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩვენ პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსს ანანო ქორქიას ვესაუბრეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. მოკლედ გვიამბეთ პაშა ბანკის საქმიანობის მთავარ მიმართულებებზე. პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ჩვენ მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს ვთავაზობთ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში მაღალი ხარისხის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. ეკონომიკის განვითარებისთვის კი, ბუნებრივია, ბიზნესისთვის ხელშეწყობაა საჭირო, რაშიც ჩვენი საქმიანობით აქტიურად ვართ ჩართული. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ ჩვენი კლიენტების სანდო ფინანსური პარტნიორი, რაც ცალსახად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია კორპორატიული ბანკის შერჩევისას. რატომ გადაწყვიტეთ ყოფილიყავით HR Reborn-ის მხარდამჭერი? როგორც ზემოთ აღვინიშნე, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით ეკონომიკის ზრდას და განვითარებას შევუწყოთ ხელი, იქნება ეს მსხვილი და საშუალო საწარმოების ფინანსური მხარდაჭერა, მათი ფასიანი ქაღალდების გამოშვება თუ რაიმე სხვა საბანკო მომსახურების გაწევა. ჩვენი მარკეტინგული აქტივობებიც ჩვენს კორპორატიულ ხედვას ეფუძნება და…

განაგრძეთ კითხვა


© 2015 studentjob | დიზაინზე იმუშავა: FORU.GE
Dog