23 აპრილს HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეექვსე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო “ციტრუსი” უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. მოწვეული მენტორები იქნებიან: 1. ნინა ბართაია – "აჭარა ჯგუფის" HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “HR - ის როლი კომპანიის წარმატებაში”. 2. ზურა მხეიძე – ფსიქოლოგი. თემა: “სტრესის გამომწვვი მიზეზები ორგანიზაციაში”. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართება 23 აპრილს 11:00, სასტუმრო ”ციტრუსში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის! თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: 5. HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიება - http://goo.gl/UiIkcS 4. HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება – http://goo.gl/FiJC6j 3. HR hub – ის რიგით მესამე ღონისძიება – http://goo.gl/558pSi 2. HR hub – ის რიგით მეორე ღონისძიება – http://goo.gl/XL2Wwl 1. HR hub – ის პირველი ღონისძიება – http://goo.gl/pYlxDg
Read More
1 აპრილს 19:00 Studentjob.ge – ის პროექტის “ჩემი პროფესია პრაქტიკაში” მესამე შეხვედრა გაიმართა, სპიკერი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია გახლდათ. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბატონმა დიმიტრიმ ისაუბრა პროფესიულ გზაზე, რომელიც გაიარა: როგორ დაიწყო ყველაფერი და რა სირთულეები შეხვდა. „იმისთვის, რომ ადვოკატი იყო ასეთად უნდა დაიბადო“- თქვა გაბუნიამ. მისი თქმით, შინაგანად უნდა იყო ადვოკატი, სხვანაირად შეუძლებელია ამ პროფესიით იმუშაო. დიმიტრი გაბუნიამ სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა იმაზე, რომ ადვოკატობა საკმაოდ რთული პროფესიაა. „შენ გაბარია ადამიანის ბედი და არ გაქვს უფლება დაუშვა შეცდომა. თუმცა ამ პროფესიას მოაქვს ძალიან დიდი ადრენალინი. უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანის დაცვა ყველაფერზე მეტია“. ბატონმა დიმიტრიმ აუდიტორიას ადვოკატისთვის და ზოგადად წარმატებისთვის საჭირო რჩევები გაუზიარა. ზოგადი განათლება, მიზანდასახულობა, შრომისმოყვარეობა, გამძლეობა, მობილიზებულობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია რაზეც მან ისაუბრა. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა გაეგოთ, რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მას პროფესიაში წარმატების მისაღწევად. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას: იყავით უბრალო; ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის. თუ მოინდომებთ ყველაფერს მიაღწევთ; სულ სიახლის ძიებაში უნდა იყოთ; იყავით ის რაც ხართ; უნდა იყოთ მიმწოლი; გულთან ახლოს არ მიიტანოთ არაფერი; აუცილებელია შეგეძლოთ აუდიტორიასთან ურთიერთობა და საჯაროდ…
Read More
Studentjob.ge-ის პროექტის "ჩემი პროფესია პრაქტიკაში" მესამე შეხვედრა 1 აპრილს გაიმართება და სპიკერი კი ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იქნება. დიმიტრი გაბუნია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატია. 2005 წლიდან იგი ხელმძღვანელობს საადვოკატო ბიუროს, რომლის ისტორიაც არაერთი გახმაურებული და ურთულესი საქმის წარმატებით დასრულებას უკავშირდება. ბატონი დიმიტრის პროფესიული მოღვაწეობის სფერო მოცავს სამოქალაქო, სახელშეკრულებო, ადმინისტრაციულ, კორპორაციულ და ინტელექტუალურ სამართალს. ამასთანავე, მისი საქმიანობის სფერო მოიცავს ისეთი საკითხების დარეგულირებას, რაც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, შრომისა და საგადასახადო სამართალთან. 2003-2007 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის საარბიტრაჟო პალატას. 2009 წელს დაფუძნა საქართველოში პირველი ადვოკატთა სკოლა. დიმიტრი გაბუნიას წარმატებული კარიერის მანძილზე მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის 2006 წელს იგი დასახელდა წლის ადვოკატად. გარდა ამისა, კითხულობს ლექციებს GIPA - ში. მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორმულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად? გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ! შეხვედრებზე დასწრება სარეგისტრაციო ფორმის შევსებით იქნება შესაძლებელი: http://bit.ly/1Zzfret ღონისძიების ჩატარების ადგილი: „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ - ბახტრიონის 11ბ "ჩემი პროფესია პრაქტიკაში": პირველი შეხვედრა - TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური: http://goo.gl/agFycR მეორე შეხვედრა - ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი - გიორგი…
Read More
25 მარტს 19:00 Studentjob.ge - ის პროექტის "ჩემი პროფესია პრაქტიკაში" მეორე შეხვედრა გაიმართა, სპიკერი "ეროვნული ბანკის" ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალლისტი (IT) გიორგი იაშვილი იყო. გიორგი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია. მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში IT ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. 2014-2015 წლებში სწავლობდა კარდიფის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე. ის სულ ახლახანს დაბრუნდა საქართველოში და ამჟამად გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი. გარდა ამისა, ის კითხულობს ლექციებს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში (CST). დაცული აქვს ორი სამაგისტრო დისერტაცია: 1) "სიმეტრიული დაშიფრვის ახალი, მოქნილი ალგორითმი ჰილის n-გრამული მეთოდის გამოყენებით" (თსუ, საქართველო) 2) "Enhancing the security of electoral process by using biometric methods in access control systems" (Cardiff University, UK) . ამჟამად, მუშაობს სადოქტორო კვლევაზე. 2009 წლიდან ის არის ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი. გარდა ამისა, ის გახლავთ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (WEF) ახალგაზრდული გაერთიანების Global Shapers Community-ის თბილისის წარმომადგენლობის კურატორი. ბატონმა გიორგიმ ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა წარმატება, მიზნების დასახვა, საქმისადმი სიყვრული, კარიერული გამოწვევები სფეროში და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები უცხოეთში. ასევე ისაუბრა რა უნარები, ცოდნა,…
Read More
„ჩვენ გვახსოვს თქვენი სურვილები“ - ასე ჰქვია HR hub-ის კამპანიას, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიგეგმა. ამ კამპანიის მთავარი მიზანი იყო, HR hub-ის წევრებისთვის გაგვეხალისებინა ერთი სამუშაო დღე და მადლობა გადაგვეხადა ურთიერთობისთვის. თავიდანვე შევთანხმდით იმაზე, რომ რასაც გავაკეთებდით უნდა ყოფილიყო მოულოდნელი და სახალისო. დეკემბერში HR hub-ის წევრებს გავუგზავნეთ სახალისო კითხვარი. შეკითხვები იყო შემდეგი სახის: თავისუფალ დროს თქვენ ... სამუშაო დღის განმავლობაში ყველაზე მეტად რა გაგახარებთ და განწყობას აგიმაღლებთ ? ხართ სამსახურში და ძალიან მოგშივდათ, პირველი რა გაგახსენდებათ ? რომელ სასმელს ანიჭებთ უპირატესობას სტრესის მოსახსნელად და განსატვირთად? წარმოიდგინეთ გაქვთ ბევრი საქმე, გაითიშა სინათლე. არ გაქვთ ტექნიკასთან წვდომა. ვერ გადიხართ გარეთ. გამოგიჩნდათ დაუგეგმავი თავისუფალი დრო. რას გააკეთებდით მოცემულ სიტუაციაში? არავინ იცოდა რისთვის და რატომ ავსებდა ამ კითხვარს. მას შემდეგ რაც მივიღეთ პასუხები, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როდის აგვესრულებინა სურვილები. ვინაიდან სადღესასწაულო დღეებში ისედაც ყველა იღებს საჩუქრებს, გადავწყვიტეთ ეს ყოფილიყო ჩვეულებრივი სამუშაო დღე. რაც უფრო მოულოდნელს გახდიდა ჩვენს ჩანაფიქრს. სურვილები სხვადასხვა სახის იყო. ჩვენც ისე შევარჩიეთ, რომ მრავალფეროვანი გამოსულიყო. Sadili.ge-ს და foodpanda-ს მხარდაჭერით HR hub-ის წევრებს გემრიელი და მათთვის…
Read More
25 მარტს 19:00 Studentjob.ge - ის პროექტის "ჩემი პროფესია პრაქტიკაში" მეორე შეხვედრა გაიმართება, სპიკერი "ეროვნული ბანკის" ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალლისტი (IT) გიორგი იაშვილი იქნება. გიორგი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია. მუშაობდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში IT ინფრასტრუქტურის მართვის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. 2014-2015 წლებში სწავლობდა კარდიფის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე. ის სულ ახლახანს დაბრუნდა საქართველოში და ამჟამად გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი. გარდა ამისა, ის კითხულობს ლექციებს ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში (CST). დაცული აქვს ორი სამაგისტრო დისერტაცია: 1) "სიმეტრიული დაშიფრვის ახალი, მოქნილი ალგორითმი ჰილის n-გრამული მეთოდის გამოყენებით" (თსუ, საქართველო) 2) "Enhancing the security of electoral process by using biometric methods in access control systems" (Cardiff University, UK) . ამჟამად, მუშაობს სადოქტორო კვლევაზე. 2009 წლიდან ის არის ინტელექტკლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი. გარდა ამისა, ის გახლავთ მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის (WEF) ახალგაზრდული გაერთიანების Global Shapers Community-ის თბილისის წარმომადგენლობის კურატორი. მაშ ასე: რა არის მისი წარმატების ფორულა? რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად? გაიგეთ მეტი თქვენი პროფესიის…
Read More
19 მარტს HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას 2 მენტორი ჰყავდა და მას სასტუმრო "ტერასამ" უმასპინძლა. დასწრება შესაძლებელია იყო მხოლოდ წევრებისათვის. მოწვეული მენტორები იყვნენ: 1. ნინო ბერუაშვილი – ეროვნული ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “ორგანიზაციის გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი - ინოვაციური სტილი”. 2. თინათინ ბონი – ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “დამსაქმებლის ბრენდინგი”. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ასევე ხდება გამოცდილების, საინტერესო ქეისების და იდეების გაზიარება. შეხვედრა გაიმართა 19 მარტს 11:00, სასტუმრო ” ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია. წინ კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრ გველის! თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub - ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: 4. HR hub - ის რიგით მეოთხე ღონისძიება - http://goo.gl/FiJC6j 3. HR hub - ის რიგით მესამე ღონისძიება - http://goo.gl/558pSi 2. HR hub - ის რიგით მეორე ღონისძიება - http://goo.gl/XL2Wwl 1. HR hub - ის პირველი ღონისძიება - http://goo.gl/pYlxDg
Read More
პარასკევს, 11 მარტს, studentjob.ge - ის ახალი პროქტის ფარგლებში "ჩემი პროფესია პრაქტიკაში" სტუდენტებს მოწვეული სტუმარი - TBC ბანკის ვიცეპრეზიდენტი დავით წიკლაური შეხვდა. “დოიჩე ბანკის” წარმატებული მენეჯერი, 33 წლის დავით წიკლაური თიბისი ბანკის ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ვიცეპრეზიდენტია. უკანასკნელი შვიდი წლის მანძილზე, ის ლონდონში, “დოიჩე ბანკის” კაპიტალის ბაზრებისა და ფინანსური ოპერაციების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტად მუშაობდა. თუმცა, მისი საბანკო გამოცდილება, ჯერ კიდევ 2003 წელს, სწორედ თიბისი ბანკში დაიწყო. მას ლონდონის ბიზნეს სკოლის MBA ხარისხი აქვს. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე კი მუშაობა “დოიჩე ბანკში” დაიწყო. “ყოველთვის მიხარია სხვისი წარმატება და სხვისი კარგი. როცა მესმის, რომ ვიღაც რაღაცას კარგად აკეთებს და წარმატებას აღწევს, ეს სიამოვნებას მანიჭებს” – დავით წიკლაური. ბატონმა დავითმა ისაუბრა ისეთ საკითხებზე როგორიცაა წარმატება, მიზნების დასახვა, საქმისადმი სიყვრული, კარიერული გამოწვევები სფეროში. ასევე თემებზე როგორიცაა ის თუ რა უნარები, ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენცია დასჭირდა მის პროფესიაში წარმატების მისაღწევად, რაც ძალიან დიდი მოტივატორია სტუდენტებისთვის. მათ გაიგეს მეტი პროფესიის პრაქტიკული მხარეების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხებზე სტუმრის პოზიცია გაგეგოთ და ასევე რჩევები მიეღოთ მომავალი საქმიანობისთვის. პროექტის ფარგლებში "ჩემი პროფესია პრაქტიკაში" ყველა…
Read More
HRM – ეს არის საინფორმაციო-ანალიტიკური რუბრიკა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას, სტატისტიკას, ტენდენციებსა და ა.შ ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული და პროფესიონალი HR სპეციალისტები. HRM სწორედ ამისთვის შეიქმნა. ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარი - ეკა ლომიძეა, რომელიც უკვე 7 წელია “რედისონ ბლუ ივერია”-ს HR დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ეკა პროფესიით ფსიქოლოგია, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რის შემდეგაც სასწავლებლად ამერიკაში გაემგზავრა. საქართველოში ამერიკიდან დაბრუნებულმა HR-ის მიმართულებით დაიწყო მუშაობა. HR hub გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ეკა ლომიძესთან. რატომ გადაწყვიტეთ ადამიანური რესურსების მიმართულებას გაყოლოდით? სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ სფეროში. მე როდესაც ჩამოვედი ამერიკიდან, მაშინ „მაგთიკომი“ იხსნებოდა და შევიტანე განაცხადი. სწორედ მისმა დირექტორმა მიბიძგა ამ სფეროსკენ. მე უფრო ფსიქოლოგიური მიმართულებით მინდოდა მუშაობა. პროფესიული თვალსაზრისით რა მოგცათ ამერიკაში გატარებულმა წლებმა? ძალიან ბევრი რამ მომცა. ხედვა მომცა სხვა. საქართველოში, ჩემს პროფესიაში საკმაოდ საფუძვლიანი თეორიული ცოდნა მივიღე. იქ უბრალოდ მასწავლიდნენ პრაქტიკაში როგორ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ მთავარი ეს არ არის. საზღვარგარეთ როცა მიდიხარ, ხედვა გეცვლება საერთოდ. დავინახე რომ სამყარო დიდია, ბევრი ადამიანია, რაღაცნაირად…
Read More
19 მარტს HR hub - ის რიგით მეხუთე ოფიციალური ღონისძიებაა. HR hub - ში გვეყოლება ორი მენტორი, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი ... მაშ ასე, გაიცანით HR hub - ის მეხუთე ღონისძიების მეორე მენტორი: თინათინ ბონი თინათინი ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მუშაობდა PepsiCo International - სა და EFES - შიც. არის სერტიფიცირებული ტრენერი (PepsiCo certified trainer of “First Time Manager” and “Coaching Manager” programs). თემა: "დამსაქმებლის ბრენდინგი" თემის მოკლე აღწერა - თინათინ ბონი ისაუბრებს საკითხებზე როგორიცაა: რა არის დამსაქმებლის ბრენდინგი და რა როლი აქვს ამაში HR მენეჯერს? როგორ იგეგმება ბრენდინგისთბის საჭირო ხარჯები წლიური გეგმის შექმნის დროს და როგორ ვითვლით ამონაგებს ინვესტიციიდან? აქვს თუ არა დამსაქმებლის ბრენდინგს გავლენა ფსიქოლოგიურ კონტრაქტზე? ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის.
Read More