1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. პაშა ბანკი HR Reborn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩვენ მის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსს ანანო ქორქიას…
Read More
1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. პაშა ბანკი HR Reborn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩვენ პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსს ანანო ქორქიას ვესაუბრეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. მოკლედ გვიამბეთ პაშა ბანკის საქმიანობის მთავარ მიმართულებებზე. პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. ჩვენ მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს ვთავაზობთ კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანსა და თურქეთში მაღალი ხარისხის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების უზრუნველყოფით და მსხვილი პროექტების დაფინანსებით ჩვენ ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. ეკონომიკის განვითარებისთვის კი, ბუნებრივია, ბიზნესისთვის ხელშეწყობაა საჭირო, რაშიც ჩვენი საქმიანობით აქტიურად ვართ ჩართული. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ ჩვენი კლიენტების სანდო ფინანსური პარტნიორი, რაც ცალსახად მნიშვნელოვანი კრიტერიუმია კორპორატიული ბანკის შერჩევისას. რატომ გადაწყვიტეთ ყოფილიყავით HR Reborn-ის მხარდამჭერი? როგორც ზემოთ აღვინიშნე, ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობით ეკონომიკის ზრდას და განვითარებას შევუწყოთ ხელი, იქნება ეს მსხვილი და საშუალო საწარმოების ფინანსური მხარდაჭერა, მათი ფასიანი ქაღალდების გამოშვება თუ რაიმე სხვა საბანკო მომსახურების გაწევა. ჩვენი მარკეტინგული აქტივობებიც ჩვენს კორპორატიულ ხედვას ეფუძნება და…
Read More
15 თებერვალს, 15:00სთ-ზე სასტუმრო „მუზეუმში“ HR hub-ის, studentjob.ge-ისა და ფონდი ‘’კრისტალის’’ ორგანიზებით, ინოვაციური პროექტის „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’ ფარგლებში, სტუდენტური დასაქმების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერები და უნივერსიტეტების კარიერული ცენტრების ხელმძღვანელები. ისინი ერთობლივად იმსჯელებენ სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია. დასასრულს შემუშავდება რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას. პროექტი „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში’’ ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). ახალგაზრდების დასაქმებისა და სტაჟირების კომპონენტში პარტნიორია USAID - ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის (G4G)“.
Read More
1-2 მარტს, თბილისში HR hub-ის ორგანიზებით, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn გაიმართება. სადაზღვევო კომპანია იმედი L - HR Reborn-ის ერთ-ერთი მხარდამჭერია. ჩვენ მის გენერალურ დირექტორ გივი გიორგაძეს ვესაუბრეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს. მოკლედ გვიამბეთ იმედი L-ის საქმიანობის შესახებ. რას სთავაზობთ მომხმარებლებს ? სადაზღვევო კომპანია იმედი L საქართველოში ყველაზე მსხვილი ჯანდაცვის ჯგუფის (GHG Group) წევრია. 2015 წლის 20 ნოემბერს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა. პრემიუმ ლისტინგში მოსახვედრად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჯგუფის აქციების პირველი ვაჭრობა შედგა. იმედი L-ის დაზღვეულებს საქართველოს მასშტაბით 19 მომსახურების პუნქტი ემსახურება. აქედან 9 მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (რუსთავი, გორი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, ახალციხე). 2014 წელს იმედი L-მა ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე ინოვაციური პროდუქტების სერია - ვარსკვლავიანი დაზღვევა - გამოუშვა, რომელიც განკუთვნილია კორპორატიული სეგმენტისთვის და მომხმარებლებს სთავაზობს საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტო ჯანმრთელობის დაზღევევას: 3, 4 და 5-ვარსკვლავიან პროდუქტებში სამედიცინო მომსახურებების, სერვისების, დაფარვების, პროვაიდერების არჩევანისა და ფასის საუკეთესო სინთეზს. 4 და 5-ვარსკვლავიანი დაზღვეულებისათვის მოხდა სპეციალური მომსახურების სივრცეების შექმნა. რატომ გადაწყვიტეთ…
Read More
31 იანვარს HR hub – ის სეზონის რიგით მეორე ღონისძიება სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართა. HR hub – ში მოწვეული იყოს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – მილტონ ჰეიგი. მას გუნდის მართვის მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს და ზუსტად იცის მართვის თავისებურებები. ჰეიგმა ისაუბრა ისეთ თემებზე როგორიცაა: როგორ შევქმნათ ძლიერი გუნდი, როგორ მივუდგეთ ინდივიდებს, როგორ მოვახდინოთ მათი ერთი მიზნისკენ მიმართვა და მოტივაცია. მასტერ კლასი საკმაოდ ინტერაქციული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ღონისძიების ბოლოს, გათამაშდა HR Reborn-ის ბილეთებზე, სპეციალური ფასდაკლების ბარათები. რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და მათ გადაეცათ 30%, 40%, 50%, 60% და 70% ფასდაკლებები. HR hub – საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილი. HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების, რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში. HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი. წინ კიდევ ბევრი…
Read More
მარიამ თათხაშვილი HR hub-ის წევრია მისი დაარსების დღიდან. ის სულ რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული საბა ვეკუაა, რომელიც დაგვიკავშირდა და მეუღლისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა. საბა იყო პირველი, ვინც HR Reborn-ის ბილეთი შეიძინა. სანამ ბილეთების ოფიციალური გაყიდვები დაიწყებოდა საბამ გვთხოვა, რომ ძალიან ეჩქარებოდა, ვინაიდან მარიამის დაბადების დღისთვის უნდა მოესწრო მისი შეძენა. გადავწყვიტეთ ეს სახალისო ისტორია თქვენთვისაც გაგვეზიარებინა. ჩვენ დავუკავშირდით მარიამს და საბას და სიურპრიზთან ერთად მათი სიყვარულის ამბავსაც მოგიყვებით. საბა რატომ გადაწყვიტე მარიამისთვის დაბადების დღეზე საჩუქრად HR Reborn-ზე დასასწრები ბილეთი გეჩუქებინა ? მეც და მარიამიც საპიოსექსუალები ვართ - ჩვენთვის ყველაზე მიმზიდველი პარტნიორის გონებრივი შესაძლებლობებია. გონებას კი ყოველთვის ესაჭიროება ახალი გამოწვევები და სავარჯიშოები, რათა შეინარჩუნოს ფორმა და კიდევ უფრო დაიხვეწოს. მარიამისთვის თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენისა და გამოცდის საყვარელი ასპარეზი მისი პროფესიაა, რომლის გარეშეც ის მგონი არავის მის გარშემო არ წარმოუდგენია. ყველაფრის გათვალისწინებით ვიცოდი, რომ ვერაფრით გავახარებდი მარიამს ისე ძალიან, როგორც ამ საჩუქრით და ვერაფერს მოვახდენდი უკეთესს, ვიდრე მის კიდევ უფრო დახვეწილ და განვითარებულ გონებრივ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. რა ვითარებაში გადაეცი საჩუქარი ? საჩუქარი გადავეცი მარიამის…
Read More
მარიამ თათხაშვილი HR hub-ის წევრია მისი დაარსების დღიდან. ის სულ რამდენიმე თვის წინ დაოჯახდა. მისი რჩეული საბა ვეკუაა, რომელიც დაგვიკავშირდა და მეუღლისთვის სიურპრიზის…
Read More
HR hub - ის ორგანიზებით, 2017 წლის 1 – 2 მარტს, თბილისში, კავკასიაში ყველაზე ინოვაციური HR ღონისძიება HR Reborn ტექნოპარკში გაიმართება. 2 დღიან ტრენინგს Google-ის ტრენერი Chris Perks და Gamification-ის საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი Pete Jenkins ჩაატარებენ. საუბარი…
Read More
"მე ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით“ მილტონ ჰეიგი 31 იანვარს HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის ამ სეზონის რიგით მეორე შეხვედრას სასტუმრო "ციტრუსში" გამართავს. ღონისძიებას 1 მენტორი ეყოლება და ის არც მეტი არც ნაკლები, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგია. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის. "მე ამაყივარ ჩემი ბიჭებით და ქართული რაგბით და იმით, რომ 4.5 მილიონი ადამიანია ბედნიერი ჩვენი გამარჯვებებით. „ - განაცხადა მილტონ ჰეიგმა. თემა: Ways To Build High Performance Team ახალ ზელანდიელი მილტონ ჰეიგი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2011 წელს დაინიშნა. საქართველოს რაგბში გაწეული ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის წოდება. მისი სამწვრთნელო კარიერა 1991 წელს დაიწყო. 2009-2011 წლებში -იყო "მანუკაუ სტილერსის" მთავარი მწვრთნელი და რაგბის განვითარების ხელმძღვანელი. მას აქ ასისტენტობას უწევდა მსოფლიოს რაგბის ლეგენდა ტანა უმაგა. 2016 წელს, უცხოურმა გამოცემამ punditarena.com-მა „ბორჯღალოსანთა“ თავკაცი მსოფლიო რაგბის ათ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა. აი, რას წერს ვებ-გვერდი მასზე: "შესაძლოა აქამდე მის შესახებ ბევრი არაფერი გცოდნოდათ თუ ახალი ზელანდიიდან არ ხართ. მაგრამ სწორედ მილტონ ჰეიგმა გახადა საქართველოს ნაკრები კონკურენტუნარიანი ნებისმიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში.“ მილტონ ჰეიგს გუნდის მართვის…
Read More
დღეს, 19 დეკემბერს, 18:30 საათზე, სტუდენტური დასაქმების პორტალი studentjob.ge-ის ორგანიზებით ტარდება მრგვალი მაგიდის ტიპის სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტების კარიერული ცენტრების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ძირითადი თემები იქნება: კარიერული ცენტრების საქმიანობის მიმოხილვა მიმდინარე პრობლემების განხილვა და ანალიზი სტუდენტების დასაქმების ძირითადი ასპექტები და პერსპექტივები studentjob.ge არის ვებ-გვერდი სტუდენტებზე მორგებული ვაკანსიებისთვის, რომელიც 2015 წლის მარტიდან ზრუნავს სტუდენტებისა და ახლად კურსდამთავრებულების დასაქმებაზე. studentjob.ge მსგავსი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც პერიოდულად გამართავს.
Read More