Tbilisi Jobs – მოდი დასაქმების ფესტივალზე და დასაქმდი -“პსპ დაზღვევაში”!

მოგესალმებით,

29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: პსპ დაზღვევა

კომპანიის შესახებ:

პსპ დაზღვევის მისიაა, იყოს პსპ ჯგუფის სრულუფლებიანი წევრი, რომელიც თავის წარმატებას აღწევს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ყველაზე ხელსაყრელი და მაღალი დონის პროდუქციის და მომსახურების შეთავაზებით.

ჩვენი სურვილია, პსპ დაზღვევის კლიენტებმა ჩვენი დახმარებით თავი იგრძნონ დაცულად ნებისმიერ სიტუაციაში და იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე დროულად და ხარისხიანად.

პსპ დაზღვევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი დაზღვეულის დამოკიდებულება და მისი  კმაყოფილება, რაც  განაპირობებს მომსახურების ხარისხის  მუდმივ გაუმჯობესებას.

ვაკანტური პოზიციები:

  • ინდივიდუალური ანაზღაურების მენეჯერი;
  • სამედიცინო ქოლ-ცენტრისოპერატორი;
  • კორპორატიული დაზღვევის გაყიდვების მენეჯერი – ფიქსირებული 500 ლარიდან ზემოთ (გამოცდილების მიხედვით) + საკომისიო;
  • საცალო  გაყიდვების მენეჯერი – ფიქსირებული 250-600 ლარამდე(გამოცდილების მიხედვით) + საკომისიო.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.

Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronomeპირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge