მოგესალმებით,
29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ავერსი ფარმა
კომპანიის შესახებ:
კომპანია „ავერსი“ 1994 წელს დაარსდა. მან საქართველოში 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა და ხარისხიანი მომსახურების ურყევი სტანდარტი დაამკვიდრა.
„ავერსი“ ლათინური სიტყვაა, რომლის მნიშვნელობაც საუკეთესოდ გამოხატავს კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას და სპირალურ აღმასვლას. „ავერსის“ მთავარი საზრუნავი მომხმარებლის ჯანმრთელობაა. ამაზე მეტყველებს კომპანიის სლოგანიც: „გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!“ ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი „ავერსის“ ძირითადი ღირებულებებია.
ვაკანტური პოზიციები:
დეველოპერი |
IT სპეციალისტი |
ERP სისტემის ადმინისტრატორი |
სოც მედია მენეჯერი |
საწყობის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი |
ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი |
ფარმაცევტი თბილისი |
არამედის კონსულტანტი თბილისი |
ინვენტარიზაციის სპეციალისტი |
სამეურნეო პერსონალი |
ინტერნეტ მაღაზიის ოპერატორი |
არამედის მენეჯერის ბრენდის წარმომადგენელი |
კატეგორიის მენეჯერი |
არამედის იმპორის მენეჯერი |
აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!
დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.
Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronome – პირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge
გისურვებთ წარმატებებეს!