მოგესალმებით,
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილე კომპანიას: Pepsico
კომპანიის შესახებ:
პეპსიკო წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს 200-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან – “სოფლის ნობათი”, “Чудо”, “Домик в деревне” და “რჩეული”; წვენების კატეგორიიდან – “Sandora”, “Садочок”, “Фруктовый Сад”; სნეკების კატეგორიიდან – “Lays”, “Doritos”, “Хрус Team”; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან – “Pepsi”, “Mirinda”, “7Up”, “Aquafina”, “Lipton”.
პეპსიკო უკვე ზედიზედ მეოთხე წელია სერთიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი – TOP Employer 2021 ევროპასა და საქართველოში. ეს ტიტული კომპანიას ენიჭება საუკეთესო HR პრაქტიკებისა და პროცესების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
ვაკანტური პოზიციები:
დარეგისტრირდით და იპოვეთ სამსახური დასაქმების ონლაინ ფესტივალზე!
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.