მოგესალმებით,
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ფორს-მაჟორი
კომპანიის შესახებ:
დასაწყისთვის, შპს „ფორს-მაჟორი • Force Majeure“ წარმოადგენს კომპანიას, რომელიც დაკავებულია შრომითი უსაფრთხოებით, იურიდიული და საერთაშორისო საკონსულტაციო მომსახურებით. შესაბამისად, ჩვენი გუნდი შედგება სხვადასხვა სფეროში პროფესიონალი ადამიანებისგან.
რაც შეეხება, ორგანიზაციულ კულტურას, შპს „ფორს-მაჟორი • Force Majeure“ სრულიად იზიარებს და ნერგავს ახალ მენეჯერულ მიდგომებს, რაც გამოიხატება თანამშრომლებზე ორიენტირებულ მენეჯმენტსა და მათი განვითარების შესაძლებლობების დანერგვაში. ჩვენი გუნდი აღიარებს ადამიანური კაპიტალის განუზომელ მნიშვნელობას ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების რეალიზაციაში. ჩვენს კომპანიაში დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო, მკვეთრად ჩამოყალიბებული ორგანიზაციული წესები და სტრატეგიული მიზნები.
ვაკანტური პოზიციები:
დარეგისტრირდით და იპოვეთ სამსახური დასაქმების ონლაინ ფესტივალზე!
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.