მოგესალმებით,
1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ავერსი
კომპანიის შესახებ:
მისია:
გაუადვილოს ადამიანებს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა – ასეთი მისია დაუსახა „ავერსმა“ საკუთარ თავს. სწორედ ამ მიზნისკენ არის მიმართული მისი მრავალმხრივი საქმიანობის სპექტრი, მათ შორის – უწყვეტი რეგიონული გაფართოება და საქართველოს ყველა ქალაქში ახალი ტიპის აფთიაქების გახსნა. ამ მიზნის რეალიზებას ხელს უწყობს ისიც, რომ „ავერსის“ პროდუქცია და სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია და უმთავრესად დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზეა გათვლილი.
ვაკანტური პოზიციები:
დარეგისტრირდით და იპოვეთ სამსახური დასაქმების ონლაინ ფესტივალზე!
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.