წარმოგიდგენთ EXPO JOB-ში მონაწილე კომპანიას: ექსპო ჯორჯია
კომპანიის შესახებ:
„ექსპო ჯორჯია” ერთადერთი საგამოფენო ცენტრია საქართველოში და აგრეთვე ერთ – ერთი წამყვანი ცენტრი კავკასიის რეგიონში. კომპანია ორგანიზებას უწევს გამოფენებს, სხვადასხვა სახის კონფერენციებს, კონგრესებსა და ღონისძიებებს. საგამოფენო ცენტრის ისტორია 1958 წელს იწყება. 1994-1998 წლებში მოხდა ორგანიზაციის პრივატიზაცია და კომპანია გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. განახლდა ინფრასტრუქტურა.
„ექსპო ჯორჯია”-ს დაეკისრა მნიშვნელოვანი როლი – ერთის მხრივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა საქართველოში და მეორე მხრივ ქართული ბიზნესისთვის საერთაშორისო ბაზრების გახსნა. წლების განმავლობაში, „ექსპო ჯორჯია”-ს ღონისძიებები გადაწყვეტილების მიმღებთათვის გახდა შესანიშნავი პლატფორმა ახალი პროდუქტების შესაფასებლად, კონტაქტების დასამყარებლად, მომწოდებლებთან ურთიერთობების გასაფართოვებლად და შესყიდვების განსახორციელებლად. ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მიიჩნევს „ექსპო ჯორჯია”-ს საიმედო პარტნიორად და მნიშვნელოვან მოკავშირედ ბიზნეს ურთიერთობების დამყარებისა და განვითარებისთვის.
ამჟამამდ „ექსპო ჯორჯია” ორგანიზებას უკეთებს 12 საერთაშორისო გამოფენას და მრავალ ღონისძიებას.
ვაკანტური პოზიციები:
გელოდებით, მოდით და გაეცანით კომპანიებს EXPO JOB – ზე!