31 იანვარს HR hub – ის სეზონის რიგით მეორე ღონისძიება სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართა.
HR hub – ში მოწვეული იყოს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – მილტონ ჰეიგი.
მას გუნდის მართვის მრავალ წლიანი გამოცდილება აქვს და ზუსტად იცის მართვის თავისებურებები.
ჰეიგმა ისაუბრა ისეთ თემებზე როგორიცაა: როგორ შევქმნათ ძლიერი გუნდი, როგორ მივუდგეთ ინდივიდებს, როგორ მოვახდინოთ მათი ერთი მიზნისკენ მიმართვა და მოტივაცია.
მასტერ კლასი საკმაოდ ინტერაქციული იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ღონისძიების ბოლოს, გათამაშდა HR Reborn-ის ბილეთებზე, სპეციალური ფასდაკლების ბარათები.
რის შედეგადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და მათ გადაეცათ 30%, 40%, 50%, 60% და 70% ფასდაკლებები.
HR hub – საინტერესო, პროფესიული, მეგობრული, სასიამოვნო, შეხვედრების ადგილი.
HR hub – ეს არის სივრცე, სადაც ხდება მსოფლიოში არსებული HR სიახლეების გაცნობა და პერიოდულად ტარდება შეხვედრები ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. აქ ხდება ცოდნისა და გამოცდილების,
რეალური ქეისების გაზიარება, მსჯელობა საინტერესო იდეებსა და მიდგომებზე HR სფეროში.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით.
გაიგეთ მეტი სიახლე, გაიცანით კოლეგები, გაუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილება და საინტერესოდ გაატარეთ რამდენიმე საათი.
წინ კიდევ ბევრი საინტრესეო ღონისძება გველოდება!
თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის 2016 წლის ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე:
8. HR hub – ის რიგით მერვე ღონისძიება https://goo.gl/v9h4uZ
ჩვენ ყველა ერთად ვქმნით HR hub- ს!
სიყვარულით
HR hub- ის გუნდი
2 თებერვალი 2017