3 დეკემბერს HR hub – ის სეზონის პირველი ღონისძიება სასტუმრო “ციტრუსში” გაიმართება.
HR hub – ში სტუმრად გვეყოლებიან კომპანიების გენერალური დირექტორები, რომლებიც პანელ დისკუსიაში ჩაერთვებიან და ისაუბრებენ ისეთ თემაზე როგორიცაა: რა სურს CEO-ს HR-ისგან ანუ ხელმძღვანელის ხედვა – რა მოლოდინი აქვს მას HR გუნდისგან.
გარდა ამისა, კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში და კითხვებით მიმართონ მოწვეულ სტუმრებს.
ერთ-ერთი სტუმარი იქნება პაველ სმალინსკი – ჯეოსელის გენერალური დირექტორი, რომელიც გაგვაცნობს მისი როგორც ხელმძღვანელის ხედვას ადამიანური რესურსების მართვის კუთხით. ის გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით თქვენთან შესახვედრად ემზადება.
პაველ სმალინსკი – „მიმაჩნია, რომ კომპანიისთვის თანამშრომლები ყველაზე მთავარი მამოძრავებელი ძალაა“. ჯეოსელის გენერალური დირექტორი, პაველ სმალინსკი ჯეოსელს 2014 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს. სმალინსკი, საქართველოში ჩამოსვლამდე თელიასონერაში საქმიანობდა. კერძოდ, თელიასონერას International Carrier-ში (თელიასონერას ინტერნეტისა და ხმოვანი ტრაფიკის საერთაშორისო გადამტანი კომპანია). პაველ სმალინსკის 15-წლიანი გამოცდილება აქვს სატელეკომუნიკაციო სფეროში. იგი მართავს ბიზნესს, აგებს კორპორაციულ კულტურას და მიმართულებას აძლევს ორგანიზაციას.
და HR hub-ის ამ შეხვედრის კიდევ ერთი სტუმარი TBC ბანკის გენერალური დირექტირის მადგილე ნიკა ქურდიანია.
ნიკა TBC ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეა. მისი საბანკო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ათ წელზე მეტს ითვლის. 2007 წელს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხის მიღებამდე, ის იყო საცალო საბანკო მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი ბანკ რესპუბლიკა საქართველოში, სოსიეტე ჟენერალ ჯგუფში. მას ასევე ეკავა სხვადასხვა პოზიცია საქართველოს ბანკში 2003-2006 წლებში. ნიკამ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (MBA) მიიღო IE ბიზნეს სკოლაში 2007 წელს. ის ასევე ფლობს საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხის. ნიკოლოზმა ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიიღო გერმანიაში, Ruhr-University Bochum-ში.
ხშირად უთქვამს: „მთავარია, საქმიანი იყოს ადამიანი. საქმიანი რომ იყო, საქმის განვითარებას უნდა მოახმარო დროც, ენერგიაცა და მატერიალური რესურსიცო. საქმეში მთავარი მოტივატორი მიზნების მიღწევა, ახალი საქმე და მსოფლიოს შეცვლაა, ეს ყველაფერი რომანტიულად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. -რას მოვყავარ ყოველდღე სამსახურში? – ალბათ იმას, რომ აქ გუნდი მელოდება.
„ ნიკა HR hub – ის ღონისძიებაზე პანელ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას და გაგვიზიარებს თავის დამოკიდებულებას ადამინური რესურსების მართვის კუთხით.
HR მენეჯერის როლი და სამუშაო განსხვავებულია კომპანიებში და დამოკიდებულია ხელმძღვანელის ხედვაზე. ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის.
გელოდებით 3 დეკემბერს 11:00 HR hub – ში!