ტექნოპარკში მომავლის HR hub-ის ახალი სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა

 

HRhub 20

22 ოქტომბერს, ტექნოპარკში, HR hub-ის ახალი სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. HR hub-ის არსებულ მიმართულებებს დაემატა უამრავი ახალი პროექტი, რომელიც სულ მალე ჩაეშვება. HR hub – Networking, გამოცდილების გაზიარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ეს მომავლის ჰაბის მიმართულებების მცირე ჩამონათვალია. ეს იყო საქართველოში ყველაზე მასშტაბური HR ღონისძიება, თუმცა კიდე უფრო დიდი ღონიძიებები წინ გველოდება.
სხვა სიახლეებთან ერთად, პრეზენტაციაზე საუბარი იყო HR hub აკადემიაზე, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. რაც მთავარია აკადემია მსმენელებს ადამიანური რესურსების მართვის ინოვაციურ ტრენინგებს შესთავაზებს. სულ მალე ჩაეშვება HR hub-ის ვებ – გვრდი www.hrhub.ge, სადაც ჰაბის ახალ ამბებთან ერთად, ადამიანური რესურსების სფეროში მიმდინარე მსოფლიო და ადილობრივი სიახლეები განთავსდება.

ღონისძიებაზე მოსულ HR მენეჯერებს დახვდათ გამოფნილი მათი ფოტოები, რომლებიც უნდა მოეხსნათ და ჰაბის სამსახსოვრო ალბომში სურვილებთან ერთად ჩაეკრათ: “რას უსურვებდით HR hub-ს”.

HRhub 12
ინოვაციური HR hub-ის მომავლის პროექტებთან ერთად, პრეზენტაციაზე გაჟღერდა ინფორმაცია კავკასიაში ყველაზე მასშტაბური HR ღონისძიების HR Reborn-ის შესახებ. 2017 წლის 1-2 მარტს, თბილისს მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტები, Google – ის მოქმედი ტრენერი Chris Perks და საერთაშორისო Gamification ფედერაციის უფროსი Pete Jenkins ეწვევიან და ქართველი HR სპეციალისტებისთვის ორ დღიან ტრენინგს ჩაატარებენ.

ღონისძიებაზე საუბარი იქნება HR-ის ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა სოციალური მედია, ციფრული ტექნოლოგიები და Gamification. ტრენინგი გაგრძელდება 2 დღე და დაესწრება 200-250 HR პროფესიონალი და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი საქართველოდან და მეზობელი ქევყნებიდან.

სპეციალუად ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა ვებ – გვერდი: www.georgia.ogieurope.com

სხვა სიურპრიზებთან ერთად, პრეზენტაციაზე გათამაშდა ამ ტრენინგის 1 ბილეთი.
HR Reborn – HR hub-ის ორგანიზებით,“ ჯეოსელის“, „იმედი L“-ისა და ტექნოპარკის მხარდაჭერით ჩატარდება.
HR hub-ის პრეზენტაციას 200-მდე HR სპეციალისტი დაესწრო. HR hub – ის ღონისძიება ტექნოპარკის, „აერობუსისა“ და „ნატახტარის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

HR hub – ის გუნდი მობრძანებისთვის სტუმრებსა და ღონისძიების მხარდამჭერებს მადლობას უხდის  .

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge