9 ივლისს HR hub 1 წლის ხდება!

1 წელიწადში 8 წარმატებულილ შეხვედრა და ჰაბი, რომელიც საინტერესოდ

მოაზროვნე HR პრატქიკოსებს აერთიანებს.

თარიღი HR hubHR hub  ეს არის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება,  კონტაქტები და ის თუ რა ხდება HR – ის შიდა სამზარეულოში.

 HR hub – ის პირველი ღონისძიება 2015 წლის 9 ივლისს ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორია სტუდენტური დასქმების პორტალი – Studentjob.ge.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს HR სფეროს განვითარებას საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ეს შესაძლებელია იყო ახალი სივრცის შექმნით, სადაც გამოცდილი პროფესიონალები შეძლებდნენ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ თავიანთ კოლეგებს. HR hub – ის ღონისძიების ფორმატი განსხვავებული და არასტანდარტულია.

დავინახეთ მოთხოვნა, რომ HR პროფესიონალებისთვის აქამდე არ არსებობდა სივრცე, სადაც შეხვდებოდნენ ერთმანეთს და გაუზიარებდნენ გამოცდილებას, წარმატებულ ქეისებს, გაიგებდნენ მეტ სიახლეს საკუთარ სფეროში. აქედან წამოვიდა იდეა შეგვექმნა HR hub, ჰაბი HR მენეჯერებისთვის, სადაც პერიოდულად ტარდება ღონისძიებები. აქ ხდება უცხოელი და ქართველი წარმატებული HR პროფესიონალების, მენტორების გამოცდილების გაზიარება ამ სფეროს პრაქტიკოსებისთვის. კლუბის შექმნის მიზანი HR  მენეჯერებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა  და გამოცდილების გაზიარებაა.

კლუბის პირველი ღონისძიება 2015 წლის 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell, Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე. ასეთი იყო HR hub – ის წარმატებული დასაწყისი და ასე გრძელდება ახლაც. ჰაბში ყოველთვიურად იმართება ღონისძიებები HR სფეროში წარატებული პროფესიონალების მონაწილეობით. HR hub – ს დღეისთვის 200 – ზე მეტი ოფიციალური წევრი ჰყავს. პერიოდულად ცხადდება წევრების მიღება. შემოდის აპლიკაციები, რომელსაც არჩევს ჟური და წევრებს ამ ფორმით ვიღებთ.

ჰაბში ქართველი წარმატებული HR მენეეჯრები გვესაუბრებიან ქეისებზე, რომლებიც აქ,  ქართულ რეალობაში განახორციელეს. ძალაიან დიდი ყურადღებით ვარჩევთ მენტორებს, რომელბსაც აქვთ გამოცდიელბა გასაზიარებად, აქვთ სათქმელი ამ სფეროში. HR სფერო არის პრაქტიკული დარგი, სადაც სხვისი გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. ამრიგად, ეს არ არის ჩვეულებრივი მოსაწყენი ლექცია ან სემინარი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ აუდიტორია მოუთმენლად ელის ამ HR ქეისების პირველი წყაროდან მოსმენას, ჰაბის თოთოეულ ღონისძიბას. ამ სეზონე 8 ღონისძიება ჩატარდა, 16 მენტორმა და ათობით HR მენეჯერმა მიიღო მონაწლეობა.  თითოეული ღონისძიება დიდი სიყვარულითა და უდუდესი მოტივაციით მზადდება.

გთავაზობთ, ძალიან მცირე ნაწილს კომენტარებისა, რასაც წერენ HR პრაქტიკოსები. ჩვენ ვთხოვეთ დაასრულებინათ წინადადება: „HR hub-ში გაწევრიანებით მე ….“ – ჰოდა ასეთი შეფასები მივიღეთ. ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს და გვარწმუნებს რო HR hub ქმნის ფასეულობას ამ სფეროში.

„HR hub-ში გაწევრიანებით მე ….“

  1. მივიღებ ახალ გამოცდილებას, გავიზიარებ სხვა კომპანიების HR-თა მიდგომებს, მეთოდებს, დანერგილ სიახლეებს, სულ ვეძებ მსგავს სიახლეებს, შესაბამისად, ეს წამოწყება ძალიან დიდი მოტივაციაა ჩემთვის და სიამოვნებით ვუერთდები.
  2. მეძლევა კიდევ ერთი შანსი განვითარებისთვის და პროფესიული ზრდისთვის.
  3. შევიძენ და გავაღრმავებ პროფესიულ სოციალურ ურთიერთობებს, გავეცნობი სიახლეებს, გავიზრდები და დავიხვეწები პროფესიულად, ვიქნები სიახლეების ეპიცენტრში. კოლეგებს გავაცნობ ჩემს მიერ განხორციელებულ პროექტებს და მოვისმენ შენიშვნებს კვალიფიციური ადამიანებისგან.
  4. შევძლებ მივიღო ახალი გამოცდილება, ცოდნა და კონტაქტები.
  5. HR hub-ში გაწევრიანებით მე თამამად შემეძლება ვთქვა: მე HR გუნდის წევრი ვარ!
  6. გავხდები ახლებური ხედვის, ახალი წევრი.
  7. მოვხვდები გარემოში და ადამიანებთან რომლებთანაც მექნება საერთო ინტერესი. შევძლებ გავიღრმავო ჩემი ცოდნა და გამოცდილება ადამიანური რესურსების სფეროში. მინდა რომ აქტიურად ვიყო ჩართული იმ მოვლენებში რაც ხდება HR-ში და ასევე მეც შევიტანო ჩემი წვლილი ამ საქმეში.
  8. კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობ HR პულსაციას.
  9. გავხდები გუნდის წევრი, რომელიც დაინტერესებულია განავითაროს HR სფერო, მისი წევრების კი მიიღონ და გასცენ ცოდნა და გამოცდილება.
  10. გავიცნობ საინტერესო ადამიანებს და გავიგებ თანამედროვე გამოწვევებს HR მიმართულებით.
  11. HR hub-ში გაწევრიანებით მე ვიქნები უფრო წარმტებული HR სპეციალისტი, ბევრად უფრო ფარტო, მაშტაბური ხედვებით, გამოცდილებითა და ცოდნით.
  12. შევუერთდები კოლეგების ქსელს

 

და რაც აუცილებლად აღსანიშნავია, ჩვენ დაარსების დღიდან ვგრძნობთ ძალინ დიდ მხარდაჭერას, რაც ფასეულია ჩვენთვის. მადლობას ყველას ურთიერთობისა და მხარდაჭერისთვის!

ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და მომხმარებელს ახალ – ახალ საინტერესო პროექტებს ვთავაზობთ. წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს.

კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა, სიახლე გველის!

 

სიყვარულით

HR hub – ის გუნდი

 

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge