19 მარტს HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეხუთე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო “ტერასა” უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.
მოწვეული მენტორები იქნებიან:
1. ნინო ბერუაშვილი – ეროვნული ბანკის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: “ორგანიზაციის გუნდების მეშვეობით მართვის მოდელი – ინოვაციური სტილი”.
2. თინათინ ბონი – ჯეოსელის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. თემა: “დამსაქმებლის ბრენდინგი”.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ
დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 19 მარტს 11:00, სასტუმრო ” ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
ჩვენ შევეცდებით საინტერესო დღე შევქმნათ თქვენთვის!
თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებ გადადით ლინკზე: