30 იანვარს HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მეოთხე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 2 მენტორი ეყოლება და მას “შატო მუხრანის” სასახლე უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.
მოწვეული მენტორები იქნებიან:
1. ნინო გაჩეჩილაძე – TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თემა: “თანამშრომელთა ჩართულობა და მისი მნიშვნელობა კომპანიისთვის”.
2. პაპუნა ბარათაშვილი – ფინანსთა სამინისტრო აკადემია. თემა: “ორგანიზაციული და პიროვნული კვლევების ერთიანი ანალიზის უპირატესობა”.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება კრეატიული იდეების გაზიარება.
შეხვედრა გაიმართება 30 იანვარს 11:00, ” შატო მუხრანის” სასახლეში, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.
ღონისძიებებზე დასწრებას მხოლოდ HR hub – ის ოფიციალური წევრები შეძლებენ.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი HR hub – ის წინა ღონისძიებების შესახებაც გადადით ამ ლინკზე:
http://goo.gl/El0Jxp