HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიება 30 იანვარს 11:00 საათზე გაიმართება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ღონისძიების მხარდამჭერი კომპანია “შატო მუხრანია”, HR hub-ის შეხვედრა სწორედ “შატო მუხრანის” სასახლეში ჩატარდება.
HR hub – ში გვეყოლება ორი მენტორი, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ამზადებენ საპრეზენტაციო თემებს. გარდა ამისა, იქნება კლუბის წევრებს შორის იდეების გაზიარება, ნეთვორქინგი და კიდევ ბევრი სხვა სიურპრიზი …
მაშ ასე, გაიცანით HR Hub – ის მეოთხე ღონისძიების მეორე მენტორი: პაპუნა ბარათაშვილი
პატონი პაპუნა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში HR ექსპერტია. ის HR hub – ის რიგით მეოთხე ღონისძიების მენტორია და გამოცდილებითა და საინტერესო ქეისებით თქვენთან შესახვედრად ემზადება.
პაპუნა ბარათაშვილი ისაუბრებს თემაზე: “ორგანიზაციული და პიროვნული კვლევების ერთიანი ანალიზის უპირატესობა”
ძალიან საინტერესო ღონისძიება გველის!