StudentJob.ge დასაქმებისთვის საჭირო უნარ–ჩვევებზე სტუდენტებისთვის ტრენინგ/სემინარებს ჩაატარებს.
სტუდენტური დასაქმების პორტალი – StudentJob.ge სტუდენტებისთვის კარიერის დასაგეგმად და განსავითარებლად საჭირო უნარ – ჩვევების შესახებ 2 დღიან პრაქტიკულ ტრენინგს ჩაატარებს.
ტრენინგზე განიხილება ისეთი აქტუალური და საინტერესო საკითხები, როგორიცაა: რეზიუმეს (CV) შედგენა, სამოტივაციო წერილის დაწერა, გასაუბრების ინტერვიუს კითხვებისთვის მომზადება და მათზე სწორი/ეფექტური პასუხების გაცემა.
სტუდენტები გაეცნობიან კარიერის დაგეგმვის სტრატეგიებს და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
ტრენინგს გაუძღვება ცირა შანავა.
ტრენინგი 23 და 24 დეკემბერს (12:00 – 15:45) კავკასიის საერთაშორისო უნივრისტეტში ჩატარდება, რომელიც ტრენინგ/სემინარის ოფიციალური მხარდამჭერია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.studentjob.ge