21 ნოემბერს კლუბი HR hub – ი ოფიციალური წევრებისათვის რიგით მესამე შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას 3 მენტორი ეყოლება და მას სასტუმრო The Terrace უმასპინძლებს. დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წევრებისათვის.
HR hub-ში გაერთიანებულ HR პრაქტიკოსებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი პროფესიონალების, მენტორების მონაწილეობით. HR hub – ის ღონისძიებებზე კლუბის წევრები ეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე ხდება გამოცდილებისა და კრეატიული იდეების გაზიარება.
კლუბის პირველი ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ორი წარმომადგენელი Google – ის HR დეპარტამენტიდან Rebecca O’Farrell , Anam Akhtar და InSource – დან ქალბატონი მედეა ტაბატაძე.
კლუბის მეორე ღონისძიება 9 ივლისს სასტუმრო The Terrace – ში გაიმართა, სადაც გვყავდა სამი მენტორი: ანი გოცირიძე – საკონსულტაციო კომპანია KPMG – ის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მარინა კუჭუხიძე – იუსტიციის სახლის HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეკა ლომიძე – რედისონ ბლუ იბერიას HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
HR hub განაგრძობს HR სფეროში საინტერესო ღონისძიებების გამართვას და შემდგ შეხვედრას 21 ნოემბრისთვის აანონსებს.
შეხვედრა გაიმართება 21 სექტემბერს 11:00, სასტუმრო “ტერასაში”, რომელიც კლუბის ოფიციალური მხარდამჭერია.