HR hub – ის პირველი ღონისძიების მენტორი Google -ს რეკრუიტერი რებეკა ო ფარელია

Rebecca O'Farrellმსოფლიოს ნომერ პირველი საძიებო სისტემის HR დეპარტამენტის წარმომადგენელი რებეკა ო ფარელი HR hub – ის პირველი ღონისძიების პირველი მენტორია და ვიდეო ზარით ჩაგვერთვება გუგლის დუბლინის ოფისიდან. 
ღონისძიებაზე, რომელიც 9 ივლისს 19:00 სასტურო “ტერასაში” გაიმართება HR hub-ში გაერთიანებული ახალგაზრდები და HR მენეჯერები დაესწრებიან. ისინი მოისმენენ ქალბატონ რებეკა ო ფარელის მასტერ – კლასს, მიიღებენ რჩევებს და დასვამენ მათთვის საინტერესო შეკითხვებს. კლუბის წევრები ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით Google -ში მიმდნარე პროცესებს, კერძოდ კი რეკრუიტინგთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან.

HR hub-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს, დამწყებ პრაქტიკოსებს და ამ სფეროში უკვე გამოცდილ HR მნეჯერებს  საშუალება მიეცემათ დაესწრონ სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებს წარმატებული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობით. ისინი გაეცნობიან მსოფლიოს უახლეს ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. ასევე მოხდება კრეატიული იდეების გაზიარება.

საპრეზენტაციო თემა: როგორ ხდება თანამშრომელთა შერჩევა და რა პირობებს უქმნის „Google” თანამშრომლებს – ახალგაზრდების საოცნებო სამსახური …

შეგახსენებთ, რომ  HR hub – ის ორგანიზატორი სტუდენტურ დასაქმების პორტალი studentjon.ge – ა. კლუბის შექმნის მიზანი ახალგაზრდა, დამწყები სპეციალისტებისთვის ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა და გამოცდილების გაზიარებაა. #HRhubGeorgia

BYgoogle_416x416

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge