მოდით “საყოველთაო გასაუბრებაზე”, გაესაუბრეთ “ნიკორას” HR მენეჯერს და დასაქმდით!

მოგესალმებით,

HR hub – ის და Studentjob.ge– ის ორგანიზებით 28 ოქტომბერს, თბილისში, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ყველა სამსახურის მაძიებლისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: სს ნიკორა

ვაკანტური პოზიციები

  1. ბრენდ მენეჯერი
  2. ვიდეო მონიტროინგის უმცროსი სპეციალისტი;
  3. დისტრიბუტორი;
  4. წარმოების თანამშრომელი
  5. საწყობის თანამშრომელი;
  6. საწყობის ოპერატორი;
  7. დამფასოებელი;
  8. ელექტრო-მექანიკოსი;
  9. საწარმოო უბნის უფროსი;
  10. დამლაგებელი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton, საქართველოს უნივერსიტეტი, King David, KD4US.

დარეგისტრირდით, მობრძანდით “საყოველთაო გასაუბრებაზე” და იპოვეთ სამსახური!

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge