მოგესალმებით,
29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: HR Center
კომპანიის შესახებ:
“HR ცენტრი ” არის უნიკალური შუამავალი კომპანია, რომელიც კერძო სექტორის სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს და დამწყებ კომპანიებს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს ადამიანური რესურსის მართვის მიმართულებით.
ჩვენი გუნდის წევრების ფსიქოლოგიურ განათლებასა და HR მენეჯმენტის 13 წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავეთ რეკრუტინგის ინოვაციური ტექნიკა , რომლის საშუალებითაც ხდება საუკეთესო კანდიდატის შერჩევა კომპანიის საჭიროებების და მოთხოვნების გათვალისწინებით. ჩვენ გვჯერა ,რომ რესურსების ერთმანეთთან დაკავშირება ხორციელდება პროფესიონალური და ინდივიდუალური მიდგომის კომბინაციის საფუძველზე.
ვაკანტური პოზიციები:
აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!
დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.
Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronome – პირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge
გისურვებთ წარმატებებეს!