ექვაირინგის მხარდაჭერის ოპერატორი

ომპანია ტრანზაქციული სისტემები აცხადებს ვაკანსიას თბილისში ექვაირინგის მხარდაჭერის ოპერატორი თანამდებობებზე. კომპანია საქმიანობს საბანკო-საფინანსო სფეროში.

ფუნქცია-მოვალეობები:

*კლიენტებთან და სუბ-კონტრაქტორებთან ურთიერთობა (ელ.ფოსტით, ტელეფონით და პირისპირ)

*განცხადებების მიღება, პროგრამაში რეგისტრირება.

*ტერმინალების დაპროგრამირება, ტექნიკური მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში ობიექტებზე მიწოდება.

*მონაცემების დამუშავება და რეპორტის წარდგენა საჭიროების შემთხვევაში

*საჭიროების შემთხვევაში, მენეჯერის მიერ მოცემული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება

მოთხოვნები:

*საოფისე პროგრამების ცოდნა

*უმაღლესი ან ტექნიკური განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით)

*სასურველია ინგლისური/ რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

*ავტომობილის ფლობა სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

*მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე

*ორგანიზებული

*პუნქტუალური

*დეტალებისადმი ყურადღებიანი

*სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

*გუნდური

*შედეგებზე ორიენტირებული

*დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** სამუშაო განაკვეთი: სრული, არასტანდარტული (5 სამუშაო დღე) : 10:00-19:00 / 13:00-22:00 (კომენდანტის საათის პერიოდში  19:00-მდე)

** კარიერულ წინსვლას

** მივლინებები (საჭიროების შემთხვევაში)

** ჯანმრთელობის დაზღვევა

** კორპორატიული ნომერი

** მეგობრული გარემო

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  hr.georgia@tr-sys.com ,  2021 წლის, 10 აგვისტომდე.  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატს დაუკავშირდება ჩვენი თანამშრომელი. ჩვენი ვებ გვერდია: tr-sys.com.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge