გაყიდვების მენეჯერი

კომპანია “არენა რუსთავი”, დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც აშენებს პრემიუმ კლასის მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექს ქალაქ რუსთავში.

“არენა რუსთავში” ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:

სამუშაო ადგილი: ლილო მოლი
სამუშაო განაკვეთი: სრული

– მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
– სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით;
– პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
– მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ორგანიზება;
– პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
– მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
– გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
– გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
– უმაღლესი განათლება;
– აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით;
– აუცილებელია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
– სასურველია აზერბაიჯანული ენის ცოდნა;
– Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:
– პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს;
– საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
– ანაზღაურება შეთანხმებით.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია
გამოაგზავნო მითითებულ ელფოსტაზე Hrarenarustavi@gmail.com  2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

«
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge