ბუღალტრის თანაშემწე

კომპანია ჰიდროსკანდი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე.

შპს ჰიდროსკანდ არის შვედური Hydroscand Group-ს წარმომადგენლობა საქართველოში. ჰიდროსკანდი დაკავებულია ჰიდრავლიკური მილების აწყობა-რეალიზაციით. კომპანია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2011 წლიდან. დღეის მდგომარეობით გახსნილია ჰიდროსკანდის ათი მაღაზია საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ე. ანდრონიკაშვილის N149

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-დან – 18:00 საათამდე)

მოთხოვნები:

  1. განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
  2. აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის საბაზისო ცოდნა;
  3. MS Office-ის ცოდნა;
  4. სასურველია 1C-თან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

  1. ორგანიზებულობა;
  2. განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  3. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  1. საბუღალტრო დოკუმენტაციის და პირველადი დოკუმენტების წარმოება, კონტროლი;
  2. დოკუმენტაციის მოეწსრიგება, დაფაილება;
  3. სააღრიცხვო პროგრამაში ბუღალტრული ოპერაციების გატარება;
  4. საბანკო გადარიცხვების წარმოება;
  5. Rs.ge-ს პორტალთან მუშაობა; ანგარიშ-ფაქტურების გაგზავნა, მიღებული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება;

დაინტერესების შემთხვევაში ველით თქვენს CV-ს მეილზე: recruitment@hrhub.ge

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge