საწყობის და წარმოების დამხმარე მუშა

კომპანია „აგროჰაბი“  აცხადებს ვაკანსიას  საწყობის და წარმოების  დამხმარე მუშის  პოზიციაზე.

„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ,ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის შეფერხების გარეშე უზრუნველყოფა;
  • გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება;
  • პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დარბაზში პროდუქციის დროულად გატანის უზრუნველყოფა – სექციამდე მიტანა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული მახასიათებლები:

  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული;

ჩვენთან დასაქმებული ყველა სტუდენტი სარგებლობს სტუდენტური დაფინანსებით!

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია  ელ ფოსტაზე: Hr@agrohub.ge , ან შეავსეთ სააპლიკაციო: https://bit.ly/3l7LqUX

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას !

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge