მოდით “საყოველთაო გასაუბრებაზე”, გაესაუბრეთ “ოპპას” HR მენეჯერს და დასაქმდით!

მოგესალმებით,

HR hub – ის და Studentjob.ge– ის ორგანიზებით 28 ოქტომბერს, თბილისში, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

ფესტივალი განკუთვნილია ყველა სამსახურის მაძიებლისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ოპპა

ვაკანტური პოზიციები

  1. ქოლ-ცენტრის ოპერატორი;
  2. ადმინისტრაციის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი;
  3. კურიერი;
  4. ზონალური მენეჯერი;
  5. ტერმინალების მომსახურების ტექნიკოსი;
  6. ტერმინალების მომსახურების ინკასატორი;
  7. ქსელის კოორდინატორი;
  8. Middle.Net დეველოპერი;
  9. Middle Java დეველოპერი.

აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!

დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton, საქართველოს უნივერსიტეტი, King David, KD4US.

დარეგისტრირდით, მობრძანდით “საყოველთაო გასაუბრებაზე” და იპოვეთ სამსახური!

გისურვებთ წარმატებებეს!

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge