მოგესალმებით,
HR hub – ის და Studentjob.ge– ის ორგანიზებით 28 ოქტომბერს, თბილისში, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
ფესტივალი განკუთვნილია ყველა სამსახურის მაძიებლისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: JTI Caucasus
კომპანიის შესახებ:
JTI თამბაქოს სფეროში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და გამოცდილი კომპანიაა.
JTI-ში დასაქმებულია ასზე მეტი ეროვნების 26 000-მდე თანამშრომელი. მსოფლიოს 70 ქვეყანაში მუშაობს JTI-ის 365 ოფისი. JTI-ის პროდუქცია იყიდება 120 ქვეყანაში. კომპანია ფლობს 25 ქარხანას და 8 კვლევით ცენტრს.
ვაკანტური პოზიციები:
გამოქვეყნდება მოგვიანებით.
აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!
დასაქმების ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton, საქართველოს უნივერსიტეტი, King David, KD4US.
დარეგისტრირდით, მობრძანდით “საყოველთაო გასაუბრებაზე” და იპოვეთ სამსახური!
გისურვებთ წარმატებებეს!