მოგესალმებით,
29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: სპარი
კომპანიის შესახებ:
1932 წელს, ჰოლანდიაში ადრიან ვალ ველის მიერ დაარსებული კომპანია SPAR მსოფლიოს უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელად იქცა. SPAR 1990-ან წლებში ევროპის საზღვრებს გასცდა და დღემდე აგრძელებს გაფართოებას.
ამჟამად, SPAR International 4 კონტინეტზე, მსოფლიოს 48 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ფლობს 12,700 მაღაზიას და 200 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. SPAR ყოველდღიურად 13.5 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.
გამოცდილებისა და SPAR-ში მომუშავე თითოეული ადამიანის დამსახურებით კომპანიას აქვს შესაძლებლობა, მუდმივად უპასუხოს ახალ გამოწვევებს. განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია გაფართოება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ვაკანტური პოზიციები:
აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!
დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.
Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronome – პირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge
გისურვებთ წარმატებებეს!