მოგესალმებით,
29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: მკითხველთა კლუბი
კომპანიის შესახებ:
მკითხველთა კლუბი ოპერირებს 2020 წლის დეკემბრიდან.
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის საქმიანობის სფერო არის ტელემარკეტინგი.
ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ უნიკალურ გამომცემლობებთან თანამშრომლობის საფუძველზე, ახდენს პროდუქციის გავრცელებას და მომხმარებლების ინტერესების დაკმაყოფილებას.
ვიწვევთ დასაქმების მსურველებს და გთავაზობთ მოქნილი (6 საათიანი), სტუდენტებზე მორგებულ სამუშო განრიგს, პროფესიულ ტრენინგებს და მეგობრულ გარემოს.
ვაკანტური პოზიციები:
აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!
დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.
Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronome – პირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge
გისურვებთ წარმატებებეს!