მოგესალმებით,
29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: სიემსი
კომპანიის შესახებ:
სამშენებლო მენეჯმენტ კომპანია.
CMC საქართველოში მშენებლობის მენეჯმენტის პირველი და ყველაზე დიდი კომპანიაა, მისი ისტორია კი უკვე ათწლეულს ითვლის. კომპანიის პორტფოლიო 70 დასრულებულ და 18 მიმდინარე პროექტს მოიცავს, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. კომპანიის წარმატების გასაღები კი გამოცდილი და პროფესიონალი გუნდია, რომელსაც მასშტაბის და სირთულეების არ ეშინია.
ვაკანტური პოზიციები:
აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!
დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.
Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronome – პირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge
გისურვებთ წარმატებებეს!