მოგესალმებით,
29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: ბილაინი
კომპანიის შესახებ:
„ვიონი საქართველო“-ს (ბრენდი ბილაინი) მეშვეობით პირველი მობილური ზარი 2007 წლის 15 მარტს განხორციელდა. მას შემდეგ კომპანია დინამიურად ვითარდება და სადღეისოდ მის 1.3 მილიონ მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz უსადენო მომსახურებით.
„ვიონი საქართველო“ შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში VEON-ი, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (ნიუ იორკი) და Euronext-ის (ამსტერდამი) საფონდო ბირჟებზე. VEON-ი მის 210 მილიონ მომხმარებელზე მეტს, მსოფლიოს 10 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ხმოვან, ფიქსირებულ, დატა და ინტერნეტის მომსახურებას.
ვაკანტური პოზიციები:
აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!
დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.
Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronome – პირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge
გისურვებთ წარმატებებეს!