მოგესალმებით,
29 ივლისს 18:30 – 22:30 HR hub – ის და Studentjob.ge – ის ორგანიზებით თბილისში, დედაენის ბაღში დასაქმების ფესტივალი –Tbilisi Jobs ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სამოცზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.
ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.
წარმოგიდგენთ დასაქემების ფესტივალში მონაწილე კომპანიას: კომპანია ამბოლი
კომპანიის შესახებ:
ამბოლი დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საბურავების, საავტომობილო ზეთების ავტონაწილებისა და ავტო აქსესუარების ბაზარზე ლიდერ კომპანიად. არსებობის მანძილზე კომპანია მუდმივად აფართოებდა როგორც საკუთარი მაღაზიების ქსელს, ასევე საქონლისა და მომსახურების სახეობებს.
დღეისათვის კომპანია დაკავებულია საბურავების, საავტომობილო ზეთების, ავტონაწილებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტის იმპორტითა და რეალიზაციით, როგორც საბითუმოდ, ასევე საცალოდ საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით.
ერთის მხრივ, პირდაპირი კავშირი და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობები მწარმოებლებთან (ქარხნებთან) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მეორეს მხრივ, იმპორტირებული საქონლის რეალიზაცია პირდაპირ საბოლოო მომხმარებელზე საკუთარი მაღაზიების ქსელის საშუალებით, განაპირობებს უმაღლეს ხარისხს და ყველაზე დაბალ ფასებს ჩვენს მაღაზიებში.
დიდი არჩევანი, მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი ფასები და პროდუქტისა და მომსახურების მაღალი ხარისხი ის პრიორიტეტებია, რომელთა გაუმჯობესებაზე მუდმივად ზრუნავს კომპანია.
ვაკანტური პოზიციები:
აირჩიეთ დამსაქმებელი და დარეგისტრირდით დასაქმების ფესტივალზე!
დასაქმების ფესტივალის პარტნიორია ბია.
Tbilisi Jobs – ის მხარდამჭერია Gastronome – პირველი „გურმე“ მაღაზიათა ქსელი საქართველოში, რომელიც 2019 წელს შეიქმნა და დღეს უკვე თბილისის სხვადასხვა უბანში, 6 ფილიალითა და 2 რესტორნით არის წარმოდგენილი. კომპანია გთავაზობთ საუკეთესო სამუშაო პირობებსა და განვითარების პერსპექტივას. შეუერთდით Gastronome-ის გუნდს: vacancy@gastronome.ge
გისურვებთ წარმატებებეს!