გაყიდვების მენეჯერი – Scootscoot

სალუტ,

ჩვენ ვართ სკუტ სკუტ! ჩვენი მიზანი საქართველოში სკუტერების პოპულარიზაცია და საყვარელ ტრანსპორტად ჩამოყალიბებაა. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია ახალი და მეორადი სკუტერების გაყიდვა და მათი ტექნიკური მომსახურეობა. კომპანია არის ძალიან დინამიური და სწრაფად მზარდი.

ამ ეტაპზე ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს რომელიც ჩართული იქნება სკუტ სკუტის გაყიდვების პროცესის მთლიან მენეჯმენტში, დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების მენეჯმენტი
  • ონლაინ არხებში გაყიდვების წარმოება
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
  • ფეისბუქის, ინსტაგრამის და კომპანიის ტელეფონით კლიენტებთან ურთიერთობა
  • სკუტ სკუტის ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა

ბენეფიტები:

  • კონკურენტული ანაზღაურება
  • სასაიმოვნო და მეგობრული სამუშაო გარემო
  • სატელეფონო სერვისების პაკეტი
  • სკუტერი დროებით საკუთრებაში.

პირობები:

  • დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
  • ხელფასი შეთანხმებით

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე : tatu@scootscoot.ge

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge