დაესწარი დასაქმების ონლაინ ფესტივალს, გაიცანი და გაეცანი კომპანია “სიმფლ აუთსორსინგი” – იპოვე სამსახური!

მოგესალმებით,

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილე კომპანიას: სიმფლ აუთსორსინგი

კომპანიის შესახებ:

„სიმფლ აუთსორსინგი” გახლავთ ბრიტანული ციფრული მარკეტინგული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების სოციალური მედია სტრატეგიის მართვასა და ოპტიმიზაციას.

ვაკანტური პოზიციები:

  • Account Manager
  • სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით
  • “Instagram growth” მენეჯერი
  • გაყიდვების მენეჯერი

დარეგისტრირდით და იპოვეთ სამსახური დასაქმების ონლაინ ფესტივალზე!

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

« »
© 2015 studentjob | დიზაინის ავტორი: Foru.ge