დაესწარი დასაქმების ონლაინ ფესტივალს, გაიცანი და გაეცანი კომპანია“Magniti – ს” – იპოვე სამსახური!

მოგესალმებით,

1-დან 5 მარტის ჩათვლით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს  ორგანიზებით დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ჩატარდება.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

წარმოგიდგენთ დასაქმების ონლაინ ფესტივალში მონაწილე კომპანიას: Magniti

კომპანიის შესახებ:

საქართველოს ყველა რეგიონში!

სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენი კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა და დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით 255 ფილიალს აერთიანებს.,,მაგნიტს’’ 2018-2020 წლებში მსხვილ საცალო მოთამაშეებს შორის, გაყიდვების მაჩვენებლით საცალო ბაზრის წილის ზრდის ყველაზე მაღალი ნიშნული აქვს.

ვაკანტური პოზიციები:

  • მენეჯერი;
  • ადმინისტრატორი;
  • მოლარე-კონსულტანტი.

სათაო ოფისი ვაკანტურუა შემდეგი პოზიციები:

  • უმცროსი კატეგორიის მენეჯერი;
  • ბრენდ მენეჯერი;
  •  კატეგორიის მენეჯერის ასისტენტ-კურიერი.

დარეგისტრირდით და იპოვეთ სამსახური დასაქმების ონლაინ ფესტივალზე!

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

« »
💙 2021 studentjob.ge